LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტკბილი ნოემბერი

111
unnamed

2001 წელს კიანუ რივზისა და შარლიზ ტერონის მონაწილეობით ვიხილეთ ფილმი “ტკბილი ნოემბერი” რომელიც მაყურებელმა მალევე შეიყვარა.

გასაკვირია თუმცა უდიდესი პოპულარობისა ფილმსს კინოკრიტიკოსებმა უარყოფითი შეფასებები დაუწერეს.ერთხმად უწოდეს ნამუშევარს მანიპულაციური და საკმაოდ მკაცრად შეაფასეს მსახიობების, როგორ წყვილის თამაში გადასაღებ მოედანზე.ამავედროს კომერციული კრახიც განიცადა რადგან გადაღებებზე 40 მილიონი დაიხარჯა ხოლო მისმა შემოსავალმა მხოლოდ 65 მილიონი შეადგინა

სამწუხაროა თუმცა ფილმი ნომინირებული იყო ოქროს ჟოლოს დაჯიდლოებაზე სამ ნომინაციაში – როგორც ყველაზე ცუდი რიმეიქი ან სიქველი, ყველაზე ცუდი მამაკაცი მსახიობი და ყველაზე ცუდი ქალი მსახიობი

ფილმი შეტანილია „ოქროს ჟოლოს“ პრემიის დამფუძნებლის ჯონ უილსონის წიგნში  სახელწოდებით „ოფიციალური ჟოლოს კინოგზამკვლევი“ როგორც ოდესმე გადაღებული 100 ყველაზე სასიამოვნოდ ცუდი ფილმიდან ერთ-ერთი

თუმცა მიუხედავად ამ ყველაფრისა ფილმში გამოყენებულმა მუსიკამ უდიდესი ემოცია დაუტოვა გულშემატკივარს მაგალითად:საუნდტრეკთა კრებულში შესულია რობი უილიამსის Rock DJ, სიმღერა 16  ქვეყანაის ტოპ 10-ში მოხვდა. დიდ ბრიტანეთში ის 2000 წლის მეოთხე ყველაზე გაყიდვადი სიმღერა იყო. შეერთებულ შტატებში მან მან Billboard Dance Club Play ჩარტში 24-ე ადგილი დაიკავა.ამავედროს სიმღერის 1.2 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა  და ბრიტანეთის ფონოგრაფიული ინდუსტრიის (BPI) მიერ 2-ჯერ პლატინის სტატუსით დააჯილდოვა

თუმცა ამ ფილმის ყველაზე დასამახსოვრებელი მუსიკალური ნაწილია სიმღერაა ირლანდიელი მუსიკოსის ენიას, 2000 წელს გამოსული ნამუშევარი სახელწოდებით „Only Time“. ტრეკი  შევიდა შემსრულებლის მეხუთე სტუდიურ ალბომში რომლის მთავარ სინგლადაც დასახელდა 

სიმღერამ პირველი ადგილი დაიკავა კანადაში, გერმანიაში, პოლონეთსა და შვეიცარიაში ამას გარდა მეორე ადგილი ავსტრიაში ხოლო  Billboard Hot 100-ში მე-10 ადგილას განთავდა

2001 წელს გამოვიდა სიმღერის რემიქს ვერსია.არტისტმა ამ სინგლის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი 11 სექტემბრის თავდასხმების შემდეგ მეხანძრეების ოჯახების დასახმარებლად მეხანძრეების ასოციაციას კონკრეტულად კი ქვრივებისა და ბავშვების ფონდს გადასცა

თავდასხმების შემდეგ ალბომისა და მისი მთავარი სინგლის „Only Time“ გაყიდვები მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ რაც ის რამდენიმე რადიო და სატელევიზიო ქსელმა გამოიყენა თავდასხმების და შემდგომი მოვლენების გაშუქებისას

შედეგად, „Only Time“ – (რადიო რემიქსი) Billboard Hot 100 სინგლების ჩარტში როგორც ვთქვით მე-10 ადგილზე გავიდა

2002 წელს სიმღერამ ECHO ჯილდო მიიღო საუკეთესო სინგლისთვის.

googletag.cmd.push(function() { googletag.display('div-gpt-ad-1782980658245-0'); });
googletag.cmd.push(function() { googletag.display('div-gpt-ad-1782980585780-0'); });
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები