მიმდინარე კვირის ერთ-ერთ ყველაზე განხილვად მოვლენად კვლავ ბრუკლინ ბექჰემისა და ნიკოლა პელტცის ქორწილი რჩება. ბოლო დღეებში ბერი დეტალი გახდა ცნობილი, ბუნებრივია, საზოგადოება მილიარდერი პატარძლის საქორწინო კაბით აღფრთოვანდა, რომელიც „ვალენტინოს“ ბრენდისაა.
კაბაში ჩაკერებული ავი თვალისგან დამცავი თილისმა – 5 ფაქტი ბექჰემების რძლის სენსაციური კაბის შესახებ
თუმცა, ალბათ თამამად შეიძლება ითქვას, რომ „სადედამთილოს“ სადა კაბამ მაინც ყველაფერი დაჩრდილა. საუბარია 47 წლის ვიქტორიას „ლუქზე“. ვიქტორიას საკუთარი დიზაინის, აბრეშუმის ვერცხლისფერი კაბა ამშვენებდა, მკერდზე მაქმანებით გაფორმებულ საოცარ კაბას დიზაინერმა 15 კარატიანი ყელსაბამი შეუხამა, რომლის ღირებულებაც 2 მილიონი ფუნტი სტერლინგია.
მოგვიანებით, დიზაინერმა საკუთარი კაბის შესახებ დეტალები გაამხილა, ქსოვილი მან „თხევად ლითონს“ შეადარა და განაცხადა, რომ ეს არის მის სტუდიაში შექმნილი პირველი მსგავსი სამოსი. კაბის ქსოვილი სპეციალურად მისთვის, იტალიურ ქარხანაში შეიქმნა. კაბის მკერდი განსაკუთრებული, სამი ტიპის მაქმანითაა გაფორმებული. მის შექმნაზე ექვსი მკერავ-დიზაინერი მუშაობდა, ის ხუთ დღეში შეიკერა.
ფოტო: 15 კარატიანი ყელსაბამი 2 მილიონ ფუნტად – ვიქტორია ბექჰემის თვალწარმტაცი „ლუქის“ დეტალები
ფოტო: ამაყი მშობლები – დევიდ და ვიქტორია ბექჰემები ვაჟის ქორწილში ხელჩაკიდებულები გამოჩნდნენ