LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ამაყი მშობლები – დევიდ და ვიქტორია ბექჰემები ვაჟის ქორწილში ხელჩაკიდებულები გამოჩნდნენ

5379
page

ბოლო თვეების განმავლობაში „ბექჰემების“ უფროსი ვაჟის, ბრუკლინისა და მილიარდერი, ნიკოლა პელტცის ქორწილის შესახებ არაერთი ამბავი დაიწერა. ცერემონიალი თავიდანვე „საუკუნის ქორწილად“ შეირაცხა და ჩვენ ამაში უკვე მართლაც დავრწმუნდით.

ფოტო: „საუკუნის ქორწილი“ – ბრუკლინ ბექჰემისა და მისი მილიარდერი გულისსწორის გრანდიოზული საქორწინო ცერემონიალი

ამაზე ნაკლები თაფლობის თვე არ უნდა გქონდეს! – ბრუკლინ ბექჰემი და ნიკოლა პელტცი საქორწინო მოგზაურობაში კოსმოსში გაემგზავრებიან

ამჯერად თქვენი ყურადღება გვსურს სიძის მშობლებზე, ლეგენდარულ ფეხბურთელზე, დევიდ ბექჰემსა და მის მეუღლეზე, ვიქტორიაზე გავამახვილოთ. წყვილი ცერემონიალზე ხელიხელჩაკიდებული გამოჩნდა.

ვიქტორიას საკუთარი დიზაინის ვერცხლისფერი კაბა ამშვენებდა, თუმცა რა თქმა უნდა, ცერემონიალის მსვლელობისას მან „ლუქი“ რამდენჯერმე გამოიცვალა და მოგვიანებით შავი კაბა ჩაიცვა.  დევიდის ჩაცმულობაც მსგავს ფერებში მერყეობდა, მან არჩევანი შავ და თეთრ კოსტიუმზე შეაჩერა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები