LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „საუკუნის ქორწილი“ – ბრუკლინ ბექჰემისა და მისი მილიარდერი გულისსწორის გრანდიოზული საქორწინო ცერემონიალი

21113
page

საუკუნის ქორწილი შედგა – ბრუკლინ ბექჰემი მილიარდერ, ნიკოლა პელტციზე დაქორწინდა. გრანდიოზული საქორწილო ცერემონია ფლორიდაში, „პალმ ბიჩზე“, პატარძლის საოჯახო მამულში გაიმართა. სამზადისში 3 მილიონი ფუნტი დაიხარჯა.

ამაზე ნაკლები თაფლობის თვე არ უნდა გქონდეს! – ბრუკლინ ბექჰემი და ნიკოლა პელტცი საქორწინო მოგზაურობაში კოსმოსში გაემგზავრებიან

„გარიგება“ ჰოლივუდურად – ბრუკლინ ბექჰემმა მილიარდერი ნიკოლა პელტცის მშობლებთან საქორწინო კონტრაქტს მოაწერა ხელი

სტუმრებს შორის იყვნენ: სერენა და ვენუს უილიამსები, ევა ლონგორია, გორდონ რამსი,  მეგან მარკლი და პრინცი ჰარი, Spice Girls სრული შემადგენლობით, ჯიჯი ჰადიდი, ნიკოლ რიჩი, ჟიზელ ბუნდჰენი და ელიზაბეტ ჰარლი… ქორწილი მუსიკალურად სნუპ დოგმა გააფორმა.

პატარძალმა „ვალენტინოს“ საქორწილო კაბა მოირგო, რომელსაც უზარმაზარი შლეიფი ამშვენებდა. გამოცემა „ვოგიმ“ ნიკოლას ვარცხნილობას „კლაუდია შიფერის სტილი“ უწოდა. რაც შეეხება ვიქტორიას, ის უფროსი ვაჟის ქორწილში საკუთარი დიზაინის ვერცხლისფერი კაბით გამოჩნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები