LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თმის ღერი არ ჩამომივარდება თავიდან – ნიკა მელია

259
60318259_2416724558562361_3458530944909049856_n

ბიძინა ივანიშვილი ამ ყველაფერში არ არის საკვანძო ფიგურა, ის არის მონურ მორჩილებაში პუტინთან, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ საპროცედურო და იურიდიული კომიტეტების გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც კომიტეტებმა თანხმობა განაცხადეს, რომ პროკურატურამ სასამართლოს ნიკა მელიას დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართოს.

ნიკა მელიას თქმით, საჭიროა მიმდინარე პროცესების განხილვა ფართო ჭრილში მოხდეს.

“ყველაზე ცოდო ახლა არის ბიძინა ივანიშვილი, რადგან სხვა გზას არ უტოვებს პუტინი. ეს რა ხდება ფორსირებულად შეიკრიბნენ, პარლამენტში მოვიდნენ, საკომიტეტო მოსმენებს ატარებენ და მტკიცებულებები ჯერ არ არსებობს. სესიაზე აუცილებლად შევალ. ბატონმა რომან გოცირიძემ თქვა გენიალური რაღაცა, რომ თმის ღერი არ ჩამომივარდება თავიდან“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

პარლამენტის საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებმა თანხმობა განაცხადეს, რომ გენერალურმა პროკურატურამ სასამართლოს ნიკა მელიას დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართოს.

გადაწყვეტილებას საპროცედურო კომიტეტის ექვსმა წევრმა დაუჭირა მხარი, ერთი წინააღმდეგი წავიდა, ხოლო იურიდიული კომიტეტიდან მომხრე იყო ცხრა, წინააღმდეგი – სამი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები