ქართველმა სეკივაკემ, ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) ზაფხულის სუპერტურნირზე ზედიზედ მე-7 ბრძოლა მოიგო. ტოჩინოშინის მეტოქეყოფილი ოძეკი კოტოშოგიკუ იყო.
ამ გამარჯვების შემდეგ ტოჩინოშინს 7:0-ზე ბალანსი აქვს და გათამაშების ლიდერია. მისი დაწევის შანსი იოკოძუნა კაკურიუს აქვს, რომელიც საკუთარ ბრძოლას მოგვიანებით გამართავს.
ტოჩინოშინის ხვალინდელი მეტოქე მე-2 მაეგაშირა ენდო იქნება, ხოლო გაგამარუ ჯიუროს მე-2 ნომერ ტაკაგენჯის დაუპირისპირდება, რომელმაც მიმდინარე ბაშოზე ყველა ბრძოლა მოიგო.
ტოჩინოშინს ოძეკის ტიტულის დაბრუნებამდე სამი მოგება დარჩა.
დღეს ასევე მეორე ქართველმა სუმოისტმაც გაიმარჯვა. გაგამარუმ ჯიუროს მე-9 ნომერი მიტორიუ დაამარცხა და ბალანსი 5:2-ზე აქვს.