ჰიპერტენზია – იგივე მაღალი არტერიული წნევა, ზოგადად, მხოლოდ ერთი კონკრეტული დაავადების მიერ არ არის გამოწვეული. არტერიული ჰიპერტენზია საკმაოდ საყურადღებო დაავადებაა, რომელიც საკმაოდ ნელა, ხშირად შეუმჩნევლადაც ვითარდება რამდენიმე წლის განმავლობაში.
არტერიული ჰიპერტენზია უმეტესად დამოუკიდებელი დაავადებაა თუმცა შესაძლებელია გამოწვეული იყოს თანმხლები დაავადებებით როგორც მეორადი სიმპტომი თირკმელების, მათი სისხლძარღვების დაავადებით, ენდოკრინული პათოლოგიით, მაღალ არტერიულ წნევას ასევე იწვევს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. ასეთ შემთხვევებში, როგორც პროფესიონალი კარდიოლოგები გვეუბნებიან, აუცილებელია ზუსტი დიაგნოზის დასმა, რათა ექიმმა შესაბამისი დანიშნულებით სწორად მართოს პაციენტი.
ამ პათოლოგიის მკურნალობის მიმართულებით რა შესაძლებლობები აქვს თოდუას კლინიკას და როგორ ხდება პაციენტების მართვა, ასევე რამდენად მნიშვნელოვანია მაღალი წნევის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ექიმისთვის მიმართვა და არა ხალხური მეთოდებით სარისკო თვითმკურნალობის ჩატარება, თოდუას კლინიკის ვერის ფილიალის კარდიოლოგი, კარდიოექოსკოპისტი თამარ ჭიხორია მოგვითხრობს.
– რა დაავადებაა ჰიპერტენზია და რა იწვევს მის ასე ფართოდ გავრცელებას პოპულაციაში?
– არტერიული ჰიპერტენზია წარმოადგენს სისხლის მიმოქცევის სისტემაში არტერიული წნევის გახანგრძლივებულ და მყარ მატებას. იგი ძირითადად წარმოადგენს ქრონიკულ დაავადებას.
ამ დაავადების ფართოდ გავრცელება ძირითადად დაკავშირებულია სხვადასხვა ფაქტორებთან: პაციენტის ასაკი, ოჯახური ანამნეზი – გენეტიკური ფაქტორი, სქესი, რასა, მწეველობა, შაქრიანი დიაბეტი, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, მჯდომარე ცხოვრების წესი, ქოლესტერინის მაღალი დონე, მარილის ჭარბი მოხმარება.
– საქართველოს მოსახლეობა რამდენად მიდრეკილია ამ პათოლოგიისკენ – პირობითად თუ შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში ლიდერთა შორისაა, საშუალო რისკია, თუ დაბალი?
– საქართველოში ჰიპერტონიული დაავადების მქონეთა რიცხვი ბოლო წლებთან შედარებით გაორმაგდა და დაკავშირებულია როგორც ცხოვრების წესთან, ასევე რისკფაქტორებთან. ამას პოპულაციის მიდრეკილებას ვერ დავარქმევთ.
– ადამიანთა უმრავლესობა, ვინც ჰიპერტენზიას – მაღალ არტერიულ წნევას უჩივის, დღემდე ხალხური მეთოდებით ცდილობს მასთან გამკლავებას. რატომ არის აუცილებელი, რომ მაღალწნევიანმა ადამიანმა სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართოს ექიმს?
– ხალხური მეთოდებით ვერ იქნება მიღწეული შესაბამისი ადეკვატური შედეგი, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს გამწვავება და არტერიული ჰიპერტენზიის სხვადასხვა გართულებები, რის გამოც მნიშვნელოვანია არტერიული წნევის ნაადრევი დიაგნოსტირება და პრევენცია
– რა შესაძლებლობები აქვს თოდუას კლინიკას ამ პათოლოგიის სამკურნალოდ, ან სამართავად? რა უფრო მნიშვნელოვანია ჰიპერტენზიის სწორად მართვისთვის – მაღალი კვალიფიკაციის ექიმი, თანამედროვე ტექნიკური შესაძლებლობები, თუ ორივე სინქრონში?
– თოდუას კლინიკის ვერის ფილიალი აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურით, რომელიც მოიცავს ყველა საჭირო სერვისს არტერიული წნევის ამბულატორიული მართვის და მონიტორინგისთვის, როგორც სადიაგნოსტიკო საშუალებებით ასევე ლაბორატორიული სერვისით, მნიშვნელოვანია როგორც კვალიფიციური ექიმი ასევე მნიშვნელოვანია სწორი კვლევის ჩატარება
– როგორია ჰიპერტენზიის პრევენცია? რა ღონისძიებებითაა შესაძლებელი მისი განვითარების თავიდან აცილება?
– პირველ რიგში, არტერიული ჰიპერტენზიის პრევენციას წარმოადგენს ცხოვრების ჯანსაღი წესი – ფიზიკური აქტივობა, სუფრის მარილის დაბალი შემცველობა, წონის კლება, კოფეინის ზომიერი მოხმარება, მინერალური სასმლის შეზღუდვა.
– როგორია ჰიპერტენზიის დიაგნოსტირების პროცესი? რა სადიაგნოსტიკო მეთოდები გამოიყენება დიაგნოზის დასასმელად?
– იმისათვის, რომ დაისვას სწორი დიაგნოზი და შეირჩეს შესაბამისი მედიკამენტური მკურნალობა, ხშირად საჭიროა წნევის 24–საათიანი მონიტორინგი, ასევე რიგი კლინიკო-ლაბორატორიული კვლევების ჩატარება, რაც სრულიად შესაძლებელია თოდუას კლინიკაში.
– ამ საშიშ დაავადებასთან მიმართებით საზოგადოების ცნობიერებას როგორ შეაფასებდით – რამდენად სერიოზულად აღიქვამს ხალხი მაღალ არტერიულ წნევას?
– არტერიული წნევის მომატებას უჩივის ზრდასრული მოსახლეობის 20-30%. ასაკთან ერთად მისი გავრცელება იმატებს და 65 წელს გადაცილებულებთან 50-60%-ს აღწევს. თუმცა ხშირად ამ დაავადების სირთულის აღქმა სათანადოდ არ ხდება, რასაც თან სდევს შემდგომში დაავადების პროგრესირება.
– ჰიპერტენზიის გავრცელების სეგმენტები რომ მიმოიხილოთ – რომელია უფრო სარისკო ასაკობრივი და სქესობრივი ჯგუფები?
– არტერიული წნევის ნორმა 120/80 მმ ვწყ სვ-ია, განურჩევლად სქესისა და ასაკისა – ახალგაზრდებისა თუ მოხუცებისთვის, ქალებისა თუ მამაკაცებისთვის. ასე რომ, წნევის ასაკობრივ ნორმაზე ლაპარაკი ზრდასრულ პაციენტებთან მიმართებით მცდარია.
არტერიული წნევის მატება მამაკაცებთან უფრო ადრეულ ასაკში იწყება. 50 წლამდე ჰიპერტენზია სწორედ მამაკაცებთან ჭარბობს, ამაზე უფროსი ასაკის პაციენტები კი უმეტესად ქალები არიან.
– რა სიმპტომებით გამოიხატება არტერიული ჰიპერტენზია?
– არტერიული ჰიპერტენზიის კლინიკურ გამოვლინებას წარმოადგენს: თავის ტკივილი, საერთო სისუსტე; თავბრუსხვევა; ყურებში ხმაური;სუნთქვის გაძნელება, გულისრევის შეგრძნება , ტაქიკარდია (გულისცემის აჩქარება), კიდურების დაბუჟება და გაციება.
ზოგიერთ შემთხვევაში პაციენტი შესაძლებელია ვერ გრძნობდეს წნევის ციფრების მომატებას.
– ექიმთან დროული მიმართვიანობა რამდენად მნიშვნელოვანია უკეთესი შედეგის მისაღებად და არასასურველი შედეგების თავიდან ასარიდებლად?
– პაციენტმა არტერიული წნევის მომატების შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს, შეასრულოს რეკომენდაცია და რაც მთავარია თვითნებურად არ შეწყვიტოს მკურნალობა, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს დაავადების გამწვავება.
(R)