ტრაგედია წყალტუბოში – სოფელ გუმათში მომხდა შემთხვევას,12 წლის მოზარდი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, გეგი ხეცურიანს შემთხვევით გავარდნილი ტყვია არტერიაში მოხვდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შსს-ის ინფორმაციით, იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით, სამართალდამცავებმა არასრულწლოვანის ბაბუა დააკავეს.
„გული მოგვიკლა გეგის ამბავმა. მოულოდნელი და შემზარავი ტრაგედიაა ეს ყველასთვის. საუბარიც გვიჭირს ამ თემაზე. როგორც ვიცით, თოფი მოიპარეს ბავშვებმა და ერთ-ერთს გაუვარდა იარაღი. გეგის არტერიაში მოხვდა. სამწუხაროდ ვერ გადაარჩინეს“ – ამბობენ ადგილობრივები.
