„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს ძრავის ორიგინალი ზეთისა და ფილტრის შეძენა-შეცვლის სრულ სერვისს სპეციალურ ფასად სთავაზობს. ტოიოტას სხვადასხვა მოდელის მფლობელი ფიზიკური პირებისთვის, სპეციალური შეთავაზებით სარგებლობა მთელი ზაფხულის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.
როგორც „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ აცხადებენ, შეთავაზების პაკეტით – „ორიგინალი ზეთი, ფილტრი + შეცვლის სრული მომსახურება სპეცფასად“ სარგებლობას პირველი და მეორე თაობის Toyota Prius-ის მფლობელები 100 ლარად შეძლებენ. Toyota VITZ-ის, IST-ის და YARIS-ის შემთხვევაში, პაკეტზე სპეცფასი, ასევე, 100 ლარი იქნება, Toyota Corolla-ს მძღოლები ამ ტიპის მომსახურებას 120 ლარად მიიღებენ, ხოლო Toyota Camry-ს, Prius-ის და RAV4-ის მძღოლები კი – 135 ლარად.
„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ განმარტავენ, რომ ძრავის ზეთისა და ფილტრის დროულად შეცვლა უზრუნველყოფს ავტომობილის ხანგრძლივ და შეუფერხებელ მუშაობას, მაქსიმალურ სიმძლავრეს, ამასთან, ამცირებს საწვავის ხარჯს, მავნე გამონაბოლქვს და ხდის ავტომობილს უფრო ეკონომიურსა და საიმედოს. „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ მიერ აქციის ფარგლებში, შეთავაზებული ძრავის ზეთები და ფილტრები არის გარანტირებულად უმაღლესი ხარისხის, ორიგინალი წარმოების და დამზადებულია სპეციალურად “ტოიოტას” მარკის ავტომობილებისთვის.
„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ ინფორმაციით, მომხმარებელი, რომელსაც სპეცშეთავაზებით სარგებლობა სურს, პანდემიის პირობებში, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, უნდა დაუკავშირდეს „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ ნომრებზე: 032 2511; 032 2 522 022 და სერვისის მისაღებად წინასწარ ჩაეწეროს, შემდეგ კი ეწვიოს ცენტრს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:00 საათამდე, ხოლო შაბათს – 09:30-დან 14:00 საათამდე, მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი #116; www.toyota-tbilisi.com
„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ მისულ მომხმარებელს „ტოიოტას“ მიერ სერთიფიცირებული პროფესიონალი ტექნიკოსები პანდემიის გავრცელების საპრევენციო რეგულაციების სრული დაცვით მოემსახურებიან და ავტომობილს უმოკლეს დროში განუახლებენ.
R