LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ რამდენიმე უახლესი მოდელის შეძენა ივლისის ბოლომდე ექსკლუზიურ ფასად არის შესაძლებელი

512
toyota (9)

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ტოიოტას რამდენიმე უახლესი მოდელის შეძენას მომხმარებელი მიმდინარე წლის ივლისის ბოლომდე ექსკლუზიურ ფასად, ამასთან ერთად, მარტივი და სწრაფი გზით შეძლებს იმ შემთხვევაში, თუ ტოიოტასა და „თიბისი ლიზინგის“ პარტნიორობით შექმნილი კომფორტული სალიზინგო პროდუქტებით – TOYOTA EASY და TOYOTA EASY FLEX – ისარგებლებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, ორივე სალიზინგო პროდუქტი მარტივად ერგება ნებისმიერი მსურველის მოთხოვნებს და მომხმარებელს შესაძლებლობას უქმნის, „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ექსკლუზიურ ფასად შეიძინოს ახალი თაობის მოდელები: TOYOTA COROLLA, TOYOTA CAMRY, TOYOTA C-HR და TOYOTA YARIS CROSS.

როგორც „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ განმარტავენ, TOYOTA EASY, როგორც განსხვავებული საოპერაციო სალიზინგო პროდუქტი, სპეციალურად არის შექმნილი მომხმარებლის კომფორტისთვის და თავისი მოქნილი, ხელსაყრელი პირობებით, საგრძნობლად ამარტივებს ავტომობილის შეძენის პროცესს.

„თუ მომხმარებელს სურს, ივლისის ბოლომდე ახალი თაობის TOYOTA COROLLA, TOYOTA CAMRY, TOYOTA C-HR-ი ან TOYOTA YARIS CROSS-ი ექსკლუზიურ ფასად, სწრაფად და ხელსაყრელი პირობებით შეიძინოს, „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მას ძალიან მარტივ და ხელსაყრელ გზას სთავაზობს. ვგულისხმობთ სრულიად განსხვავებულ სალიზინგო პროდუქტებს, რომელთა მეშვეობით მომხმარებელი სასურველ ავტომობილზე ერთდროულად მიიღებს ექსკლუზიურ ფასს და გამარტივებულ სალიზინგო ოპერაციებს. TOYOTA EASY Flex -ით, ამ მოქნილი ფინანსური სალიზინგო პროდუქტით სარგებლობის პერიოდი, მომხმარებლის სურვილის მიხედვით, 12-დან 60 თვემდეა, ხოლო ავტომობილის შეძენისას წინასწარი შენატანი 0%-ია, მომხმარებელი კი, ყოველთვიურად, ძალიან დაბალ საპროცენტო განაკვეთს იხდის და ამასთან ერთად, საგარანტიო პირობებით დაცულ ავტომობილს მართავს“, – აცხადებენ „ტოიოტა ცენტრ თბილისში“.

კომპანიის ინფორმაციით, მომხმარებელს, რომელსაც მეტი სარგებლის მიღება სურს, შეუძლია არჩევანი მეორე ტიპის საოპერაციო სალიზინგო პროდუქტზე – TOYOTA EASY-ზე შეაჩეროს.

„TOYOTA EASY-ით სარგებლობის პერიოდი, საუკეთესო საპროცენტო განაკვეთით, 12-დან 72 თვემდეა. ეს პროდუქტი დამატებით, თრეიდ-ინ ფუნქციასაც და სხვადასხვა სერვისზე ფასდაკლებასაც ითვალისწინებს.  კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, მომხმარებელს, სურვილის მიხედვით, შეუძლია განაახლოს ვადაგასული კონტრაქტი და განაგრძოს სალიზინგო პროდუქტის მოქნილი პირობებით სარგებლობა, ან გამოისყიდოს ავტომობილი და გადაიხადოს მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული ნარჩენი ღირებულება, ან ავტომობილი „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ დააბრუნოს. ყველა პირობა, რასაც მომხმარებელს ამ სალიზინგო პროდუქტებით ვთავაზობთ, არის სწრაფი, მოქნილი და კომფორტული“, – აღნიშნავენ კომპანიაში.

„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ ინფორმაციით, სალიზინგო პირობების გაცნობა შესაძლებელია კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე, ბმულით: https://toyota-tbilisi.com/blog/222/toyota-easy/ ; გარდა ამისა, მომხმარებელს, რომელსაც ტოიოტას ავტომობილის შეძენა ექსკლუზიურ ფასად სურს, მიმდინარე წლის ივლისის ბოლომდე, დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეუძლია დაუკავშირდეს „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ გაყიდვების დეპარტამენტს ნომრებზე: 032 2511; 032 2 522 022, შემდეგ კი ეწვიოს ცენტრს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:00 საათამდე, ხოლო შაბათს – 09:30-დან 14:00 საათამდე, მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი #116.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები