LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ტოიოტა ცენტრი თეგეტა” ზამთრის აქციას გთავაზობთ

87

“ტოიოტა ცენტრი თეგეტა” ზამთრის აქციას გთავაზობთ. ამის შესახებ ”ფორტუნას” კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა, თინათინ იაშვილმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, აქციის ფარგლებში საბურავების სრული კომპლექტის შეძენის შემთხვევაში მომხმარებელი საჩუქარს მიიღებს. კერძოდ, მათთვის უფასო იქნება თვლების შეყრის გასწორება და ანტიფრიზისა და სავალი ნაწილის შემოწმება. ამასთან, აქციის მონაწილეები მიიღებენ 15%-იან ფასდაკლებას ზამთრის აქსესუარებზე.

გარდა ამისა, მომხმარებელი აქციის ფარგლებში  საბურავების ერთჯერადი შეძენის შემდგომ, აქციის მთელი დროის მანძილზე, ისარგებლებს 15%-იანი ფასდაკლებით მრავალჯერადად. რაც შეეხება აქციის პირობებს, ”ტოიოტა ცენტრი თეგეტას” მარკეტინგის მენეჯერის თქმით, აქცია ვრცელდება ფიზიკურ პირებზე, სხვა აქციასთან თანაკვეთის შემთხვევაში კი მომხმარებელი ისარგებლებს მისთვის უფრო ხელსაყრელი პირობით.

ზამთრის აქცია “ტოიოტა ცენტრ თეგეტაში”  2015 წლის 31 დეკემბრამდეა ძალაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g