LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტოკიოში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

108
ქართული ღვინო

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ღვინის მწარმოებელი ხუთი საოჯახო მარანი ტოკიოში ბუნებრივი, ორგანული და ბიოდინამიკური ღვინოების გამოფენაში მონაწილეობდა.

გამოფენის „RAW Wine” ორგანიზატორია ცნობილი ღვინის მაგისტრი საფრანგეთიდან იზაბელ ლეგერონი.

გამოფენის სტუმრები ქართული ღვინის წარმოების უძველეს ტრადიციებსა და კულტურას გაეცნენ.

აღსანიშნავია, რომ იაპონიაში ქართული ღვინის ექსპორტი მზარდია. მიმდინარე წლის ოთხ თვეში საქართველოდან იაპონიაში ექსპორტირებულია 71 ათას ლიტრამდე ღვინო, რაც 21%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g