ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ტოკიოში, იოიოგის ცენტრალურ პარკში, „საქართველოს ფესტივალის“ ფარგლებში, ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა.
აღნიშნული ფესტივალი იაპონიაში საქართველოს საელჩოს და საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, იაპონიის დედაქალაქში უკვე მესამედ ჩატარდა.

იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთი სტარტეგიული ბაზარია, სადაც ქართული ღვინის პირველი მასშტაბური წარდგენა 2014 წელს მოხდა. მას შემდეგ, სახელმწიფოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის კომპანიები მუდმივად მონაწილეობენ საერთაშორისო გამოფენებში, ტარდება დეგუსტაციები იაპონიის სხვადასხვა ქალაქში, იაპონელი ღვინის პროფესიონალებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის ეწყობა ღვინის ტურები საქართველოში.
იაპონიის ბაზარი მზარდი და, ამავე დროს, ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალფასიანი სეგმენტია, კერძოდ, აქ ერთი ლიტრი ქართული ღვინის ფასი 6 აშშ დოლარს აღემატება.