ცნობილი ხდება, რომ ლეგენდარული ტომ ფორდის პარტნიორი, რომელთანაც ის 35 წელი ცხოვრობდა, გარდაიცვალა. რიჩარ ბაკლი 72 წლის ასაკში დაიღუპა. მიი გარდაცვალების მიზეზად ხანგრძლივი ავადმყოფობა დასახელდა. დიზაინერის წარმომადგენლის განცხადებაში ნათქვამია, რომ რიჩარ ბაკლი ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
ტომ ფორდი და რიჩარდ ბაკლი ერთმანეთს 1986 წლიდან ხვდებოდნენ, ბაკლი მაშინ „ვოგის“ რედაქტორად მუშაობდა. ტომ ფორდი ინტერვიუში ამბობდა, რომ პირველად ბაკლი ლიფტში ნახა და ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება.