LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტომ კრუზი და ნიკოლ კიდმანი შვილმა ქორწილში არ დაპატიჟა

226

ტომ კრუზი საკუთარი შვილის ქორწილს არ ესწრებოდა. 18 სექტემბერს მისი და ყოფილი ცოლის – ნიკოლ კიდმანის შვილს, რომელიც წყვილმა თანაცხოვრების დროს იშვილა, ქორწილი ჰქონდა, იზაბელა ცოლად ბრიტანელ აიტი სპეციალისტს –  მაქს პარკერს გაყვა.

იმის მიუხედავად, რომ ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს, ქორწილში სტუმრად მიეწვიათ ყველაზე ახლობელი და საყვარელი ადამიანები, იზაბელამ არ ჩათვალა საჭიროდ, მისთვის ძალიან ბედნიერი დღე მშობლებთან ერთად გაეტარებინა.

მედიის ინფორმაციით, გოგონამ აღნიშნული გადაწყვეტილებით ქორწილის მიმართ ყურადღების თავიდან ასარიდებლად მიიღო. იზაბელა დარწმუნებულია, რომ თუ ცერემონიალზე კრუზი და კიდმანი იქნებოდნენ, ჟურნალისტები ყველაფერს ჩაშლიდნენ.

როგორ აფასებენ მსახიობები ქალიშვილის ასეთ გადაწყვეტილებას, ჯერ-ჯერობით უცნობია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g