LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტომ კრუზის ერთადერთი ბიოლოგიური ქალიშვილი – მამისგან მემკვიდრეობის მიღების შემდეგ, 18 წლის სური პირველად გამოჩნდა

1376
page

ტომ კრუზისა და კეტი ჰოლმსის ქალიშვილი, სური პაპარაცების ობიექტივში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოხვდა. 18 წლის გოგონა ნიუ-იორკი ქუჩებში მარტო სეირნობდა და შესანიშნავ განწყობაზე იყო. მას ყოველდღიური სამოსი, ყავისფერი ჟაკეტი და ქვედაბოლო ეცვა.

ცნობისთვის, გასულ წელს გოგონამ მამისგან დიდძალი ქონება მიიღო.

„სურიმ მამისგან დიდძალი ქონება მიიღო, მას უკვე აქვს წვდომა აღნიშნულ თანხასთან. თავიდანვე ასე იყო განსაზღვრული, როცა სური 18 წლის გახდებოდა, ქონების ნაწილს მიიღებდა. რაც შეეხება მეორე ნაწილს, ის მას მაშინ მიიღებს, როცა 30 წლის გახდება“, – წერს წყარო.

შეგახსენებთ, კრუზს ქალიშვილი 12 წელია არ უნახავს. შვილთან ურთიერთობაზე თავად კრუზმა განაცხადა უარი. მედიის ცნობით, სურის შესანიშნავი ურთიერთობა აქვს და-ძმასთან, კონორ კრუზსთან და იზაბელა კრუზთან, რომლებიც ტომ კრუზმა და ნიკოლ კიდმანმა ქორწინების დროს იშვილეს.

18 წლის სური მილიონერია – ტომ კრუზის ქალიშვილმა მამისგან დიდძალი ქონება მიიღო

ტომ კრუზის ქალიშვილი შეყვარებულთან კოცნის დროს გამოიჭირეს

ცნობილი მამის გარეშე გატარებული სკოლის გამოსაშვები საღამო – ტომ კრუზის 18 წლის ქალიშვილი შეუდარებლად გამოიყურება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები