LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტომ კრუზმა შვილის გარდა 79 წლის დედაც მიატოვა

49

ყველაზე ცნობილი საიენტოლოგი ტომ კრუზი შვილის, სურის მსგავსად, არც დედას სწყალობს დიდად. Radar Online-ის ინფორმაციით, 79 წლის მერი ლი მაპოტერმა,  რომელიც ეტლით გადაადგილდება, დედის დღე შვილის გარეშე გაატარა.  ოჯახის წევრებმა გადაწყვიტეს, დედის დღეს მისთვის დღესასწაული მოეწყოთ, თუმცა ტომი მათთან ერთად არ ყოფილა.

ოჯახის გასეირნება 400 ათას დოლარად ღირებული მდიდრული იახტით  კრუზის შვილმა, კონორმა უზრუნველყო. სანაპიროზე მერი ლი მაპოტერი მანქანით მივიდა, შემდეგ იგი ეტლში ჩასვეს და იახტაზე აიყვანეს.

კრუიზში მასთან ერთად ტომ კრუზის და, მარიან ჰენრი, მისი შვილი კალი ცოლთან ერთად და სხვა უახლოესი ნათესავები იყვნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g