LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტომ კრუზმა ველ კილმერზე საუბრისას ემოციები ვერ შეიკავა

146
SEC_246192778-08e2

ტომ კრუზისა და ველ კილმერის განსაკუთრებულ ურთიერთობაზე ყველაფერი ისედაც ცნობილია. ტომ კრუზმა გარდაცვლილი მეგობრის ხსოვნას CinemaCon-ის ფესტივალზე პატივი მიაგო, ის სცენაზე საგანგებოდ ავიდა და სამადლობელი სიტყვაც წარმოთქვა:

„მინდა პატივი მივაგო ჩემს მეგობარს ველ კილმერს. ვერ გეტყვით, რაოდენ აღფრთოვანებული ვარ მისით. მოდით წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მის ხსოვნას“ – განაცხადა კრუზმა, რომელმაც ფილმში „ტოპ განი“ სწორედ კილმერთან ერთად ითამაშა. კრუზსს სცენაზე ემოციების შეკავება გაუძნელდა.

2022 წელს კილმერი და კრუზი ისევ შეხვდნენ , ამჯერად ცნობილი ფილმის გაგრძელებაზე. ეს შეხვედრა 2023 წელს კრუზმა ჯიმი კიმელის შოუში განსაკუთრებულად გაიხსენა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები