მნიშვნელოვანია, მთავრობამ განმარტოს როგორც საჯარო მოხელეებისთვის, ისე დანარჩენი მოქალაქეებისთვის, თუ რას ნიშნავს რესურსების არასწორი ხარჯვა, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში თომას მელიამ განაცხადა, როცა კომენატრი გააკეთა პრემიერ-მინისტრის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლითაც მოუწოდა სახელმწიფო მოხელეებს, თავი შეიკავონ პოლიტიკაში ჩართვისგან საარჩევნო პერიოდში.
“მოხარული ვართ, რომ პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშილმა გუშინ გააკეთა განცხადება. ადმინისტრაციული რესურსების არასწორად გამოყენება წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში პრობლემა იყო აქ და ბევრ სხვა ქვეყანაში. ახლა მნიშვნელოვანია, მთავრობამ განმარტოს როგორც საჯარო მოხელეებისთვის, ისე დანარჩენი მოქალაქეებისთვის, თუ რას ნიშნავს რესურსების არასწორი ხარჯვა და რომ ეს მონიტორინგს ექვემდებარება“, – განაცხადა მელიამ.