როგორც ცნობილია, მსახიობ, ტომი ლი ჯონსის ერთადერთი ქალიშვილი, 34 წლის ვიქტორია ჯონსი 1-ელ იანვარს სან-ფრანცისკოში, სასტუმროში გარდაცვლილი იპოვეს.
ჯონსის ოჯახში დატრიალებული ტრაგედიიდან თითქმის ორი თვე გავიდა და მედიაში ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა გავრცელდა.
თავდაპირველად ყველას ეგონა, რომ ვიქტორიამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, თუმცა, სან-ფრანცისკოს სასამართლო ექსპერტიზის ბიურომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ სიკვდილის მიზეზი კოკაინის ზედოზირება გახდა.
ტომი ლი ჯონსის ქალიშვილი გარდაცვალების დროს ორსულად იყო – ახალი დეტალები ტრაგედიის შესახებ
სასამართლო დოკუმენტების მიხედვით, ის რამდენიმე თვით ადრე, კალიფორნიის ქალაქ სანტა-კრუზში საზოგადოებრივ ადგილას ალკოჰოლური თრობის ბრალდებით დააკავეს. ამავე საქმეზე მას პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაც ედებოდა ბრალად. გოგონას ასევე ბრალად ედებოდა „ტოლუენის“ გამოყენება, ნივთიერება, რომელიც ხშირად გვხვდება საღებავების გამხსნელებსა და წებოებში და რომლის ინჰალაციაც ეიფორიულ ეფექტს იწვევს.
ერთადერთი ქალიშვილის ტრაგიკული გარდაცვალებით განადგურებული ტომი ლი ჯონსი პირველად გამოჩნდა
ტომი ლი ჯონსის ერთადერთი ქალიშვილი სასტუმროში გარდაცვლილი იპოვეს – შემაშფოთებელი დეტალები


