LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

TOP-15 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში ვიზიტორები შემოვიდნენ

66

ერთ საერთაშორისო ვიზიტორზე საქართველო 600 დახარჯულ ლარს ანგარიშობს, – ამის შესახებ ”ფორტუნას” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა.

”ფორტუნა” დაინტერესდა, როგორ პასუხობენ ეკონომიკის სამინისტროში მოსაზრებას, რომლის თანახმადაც, საქართველოში შემოსული საერთაშორისო მოგზაურები ფულს არ ხარჯავენ და საქართველოს ძირითადად, ტრანზიტორ ქვეყნად იყენებენ.

როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, ტურიზმის სტრატეგიაში გაწერილია ის ქმედებები, თუ როგორ უნდა შესთავაზოს საქართველომ ვიზიტორებს უკეთესი სერვისები, რათა ისინი ქვეყანაში უფრო დიდხანს დარჩნენ.

”სტრატეგიაში გაწერილია, რომელი ქმედების შემდეგ როგორ უნდა გაიზარდოს ტურისტების რაოდენობა, მათი ყოფნის ხანგრძლივობა და დანახარჯები. დღისათვის, ჩვენ გვაქვს 24-პროცენტიანი მატება საერთაშორისო ვიზიტორებიში, აქედან 11%-იანი მატება ტურისტებში. ჩვენ აბსოლუტურ სიმართლეს გადმოვცემთ. არსებული მეთოდით, ერთ საერთაშორსიო ვიზიტორზე კი 600 ლარს ვანგარიშობთ,” – განუცხადა ”ფორტუნას” ქუმსიშვილმა.

2016 წლის თებერვლის მონაცემებით, საქართველოს 360 402 საერთაშორსო მოგზაური ეწვია. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23,9%-ით მეტია.

ტოპ 15 ქვეყანა, საიდანაც ვიზიტორები შემოვიდნენ, შემდეგია: აზერბაიჯანი, თურქეთი, სომხეთი, რუსეთი, უკრაინა, ირანი, ყაზახეთი, ფილიპინები, აშშ, ინდოეთი, გერმანია, ბელარუსი, ისრაელი, პოლონეთი, გაერთიანებული სამეფო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g