LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Top Gear–ის წამყვანი ავარიაში მოხვდა და საკოლექცო Lamborghini დაამტვრია

83
grnews

ბრიტანული საავტომობილო შოუს Top Gear–ის ახალი ეპიზოდის გადაღების დროს სერიოზული ავარია მოხდა. წამყვანმა პედი მაკგინესმა საკოლექციო Lamborghini Diablo–ს მართვა დაკარგა და დაიმტვრა. ამ დროს მისი თანაწამყვანები ენდრიუ ფლინტოფი და ქრის ჰარისი Jaguar XJ220–ითა და Ferrari F40–ით გადაადგილდებოდნენ.

როგორც გამოცემა The Sun იუწყება, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი შესაძლოა ნაწვიმარი გზა გამხდარიყო. „დიაბლოს“ სიჩქარე არც თუ ისე მაღალი იყო, მაკგინესი 56 კმ/სთ–ით გადაადგილდებოდა. წამყავნი ავარიის შედეგად არ დაზიანებულა და გადაღებები სხვა ავტომობილით ძველი Skoda Octavia–თი განაგრძო. ავარიის ეპიზოდი კი ალბათ შოუს 29–ე სეზონის ერთ–ერთ სერიაში მოხვდება.

რაც შეეხება დამტვრეულ „დიაბლოს“, წამყვანმა ავტომობილის ვიდეო თავის სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და ავარიის დეტალებზეც ისაუბრა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g