LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტოქსიკოლოგები მოქალაქეებს მოუწოდებენ, მაღალი ტემპერატურის გამო, მომდევნო დღეების განმავლობაში ალკოჰოლის მიღებისგან თავი შეიკავონ

421
1

ტოქსიკოლოგები საზოგადოებას რეკომენდაციებით მიმართავენ და მოქალაქეებს მოუწოდებენ, ქვეყანაში მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის გამო, მომავალი 8 დღის განმავლობაში ალკოჰოლის მიღებისგან თავი შეიკავონ.

როგორც “კლინიკური ტოქსიკოლოგიური ასოციაციის” გამგეობის თავმჯდომარე, თემურ კობიძე აღნიშნავს, ბოლო სამი კვირის განმავლობაში, თბილისში მწვავე ტოქსიკური მოწამვლით პაციენტების ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებმა იმატა.

კობიძის განცხადებით, ინტოქსიკაცია ალკოჰოლით, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებით, ან მათი ერთობლივი მიღებით არის გამოწვეული. 

“კლინიკური ტოქსიკოლოგიური ასოციაციის” გამგეობის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ შემთხვევები ნარკოტიკის ახალ პარტიას უკავშირდება, რომელიც შესაძლოა უფრო ტოქსიკურია და მოქალაქეებიც ამიტომ ხვდებიან სტაციონარებში, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ ამის რეალური მიზეზი შესაძლოა იყოს თავისუფალი ქცევა იმ მოქალაქეების, რომლებიც ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებს ყურადღებას ნაკლებად აქცევენ:

“მთელს მსოფლიოში აღიარებულია, რომ პანდემიის პერიოდში, მწვავე მოწამვლის რაოდენობამ დაიკლო, თუმცა ბოლო სამი კვირის განმავლობაში, თბილისში მწვავე მოწამვლით განვითარებულ უგონო მდგომარეობაში მყოფი ავადმყოფების რაოდენობამ მოიმატა.  შემთხვევების უმეტესობა ძირითადად ალკოჰოლური ინტოქსიკაციით, სინთეტიკური ნარკოტიკული საშუალებების გამოყენებით, ან კიდევ ორივეს ერთად მიღებით არის გამოწვეული.

არ არის გამორიცხული, რომ ნარკოტიკის ახალი პარტია იყოს შემოტანილი, რომელიც უფრო ტოქსიკურია და ეს ხალხი სწორედ ამიტომ ხვდება სტაციონარში, მაგრამ ჩემი შეხედულებით, ამის გამომწვევი ყველაზე რეალური მიზეზი ის არის, რომ მოსახლეობამ დაიწყო თავისუფალი სიარული და ქცევა, ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებს კი ნაკლებად აქცევენ ყურადღებას.” – განაცხადა მან.

სპეციალისტები საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ და ურჩევენ, მომავალი კვირის განმავლობაში მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის გამო, ალკოჰოლის მიღებისგან თავი შეიკავონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g