მცირე ხნით ციხეში ჩასმა, “არჩევნები გადავაგოროთ” შეთანხმებით – ასე ეხმაურება აუდიტის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, ლაშა თორდია არაოფიციალურ ინფორმაციას, რომ ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს მისი ცემის საქმეზე ბრალი წარედგინა. თორდია დარწმუნებულია, რომ ფარცხალაძეს ბრალი მსუბუქი მუხლით წარედგინება, გადაწყვეტილება კი არჩევნებს უკავშირდება.
“მოვლენების სავარაუდო განვითარება – ბრალის წარდგენა მსუბუქი მუხლით, მოტივი – მთვრალი თორდია ლანძღავდა და მათ მოუწიათ ძალის გამოყენება. მცირე ხნით ციხეში ჩასმა, “არჩევნები გადავაგოროთ” შეთანხმებით,” – წერს ლაშა თორდია სოციალურ ქსელში
https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=2327165687312761&id=100000580567337
ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენის საქმეზე მთავარ პრკურატურაში განცხადება დღეს გაკეთდება. არაოფიციალური ინფორმაციით, ფარცხალაძეს ბრალი ყოფილი მთავარი აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემის საქმეზე წარედგინა.
სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელსა და ყოფილ მთავარ პროკურორს შორის ინცდიდენტი გასული წლის 12 მაისს, თბილისში, შარდენის ქუჩაზე მდებარე კლუბ “ელ ცენტროში” მოხდა. ლაშა თორდიას მტკიცებით მას ოთარ ფარცხალაძე და მასთან ერთად მყოფი რამდნეიმე პირი დაესხა თავს. აუდიტის სამსახური იმ პერიოდში ფარცხალაძისთვის მიწის ნაკვეთის გადაცემას სწავლობდა.