გასულ ღამეს, ელბაქიძის დაღმართის მიმდებარე ტერიტორიაზე „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლაშა ჯიოშვილის დაკავებას მწერალი ტორესა მოსი სოციალურ ქსელში ეხმიანება.
ნოდარ მელაძე: გაიტაცეს „ტვ პირველის“ ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი
როგორც ტორესა მოსი წერს, ადამიანების დაკავებას აქვს წესი და არ შეიძლება პოლიცია კრიმინალების ბანდასავით იქცეოდეს.
„ახლა გაიშტერებენ თავს ქოცები, პოლიციამ დააკავა, რა არ აქვს უფლება დააკავოს? არა. დაკავებას აქვს წესები. არ შეიძლება ნიღბიანი, არაიდენტიფიცირებადი ხალხი მოგისიოს სახელმწიფომ და ისე ჩაგტენოს ჩვეულებრივ ტოიოტაში, რომ სანამ განყოფილებაში არ მიგიყვანენ, დარწმუნებული არ ხარ მართლა პოლიციამ დაგაკავა თუ კრიმინალებმა მოგიტაცეს და ქალაქგარეთ უნდა გაგიყვანონ და დაგხვრიტონ.
ამას ჰქვია საკუთარი მოქალაქეების დატერორება.
ამავდროულად არავინ ვართ ვალდებული დავემორჩილოთ ვინმეს, ვინც ჩვენ დაკავებას და გატაცებას ცდილობს და არც პოლიციელის ფორმა აცვია, არც რამე მაიდენტიფიცირებელი ნიშანი აქვს და თან ცდილობს ისეთ მანქანაში ჩაგვტენოს, რომელიც ასევე არ არის პოლიციის.
ადამიანების დაკავებას აქვს წესი და არ შეიძლება პოლიცია იქცეოდეს კრიმინალების ბანდასავით. სპეცრაზმს როცა იყენებენ დაკავებისას, იმ სპეცრაზმსაც კი ჩემხელაზე აწერია პოლიცია. მერე რომ მედავები პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას, მე რა ვიცი ვინ არის. ვიღაც ნიღბიანი ტიპი მოდის და მესხმის თავს, რატომ ვარ ვალდებული დავემორჩილო? საიდან ვიცი რომ პოლიციელია? ხვალ რომ კრიმინალებმა სცადონ ჩემი გატაცება, სიტყვაზე ვენდო რომ პოლიციელები არიან? დაუშვებელია რაც ვნახეთ და არ მართლდება არაფრით“, – წერს ტორესა მოსი სოციალურ ქსელში.
ახლა გაიშტერებენ თავს ქოცები, პოლიციამ დააკავა, რა არ აქვს უფლება დააკავოს? არა. დაკავებას აქვს წესები. არ შეიძლება…
Posted by Toresa Mossy on სამშაბათი, 18 თებერვალი, 2025
ცნობისათვის, შემთხვევა გასულ ღამეს თბილისში, ელბაქიძის დაღმართის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ფაქტის ამსახველი ვიდეო თვითმხილველმა გადაიღო და სოციალურ ქსელში გაავრცელა.
როგორც „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, ლაშა ჯიოშვილი დაკავებულია 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.