მწერალი ტორესა მოსი „ფორმულას“ გადაცემა „ჩატში“ ლადო ბურდულსა და მარიამ გულედანს შორის წარმოშობილ კამათს ეხმიანება სკოლის ფორმებთან და ზოგადად, ახალგაზრდების თავისუფლებასთან დაკავშირებით და წერს:
„რამდენიმე დღეა ვუყურებ დისკუსიას და არ შემიძლია არ ვთქვა. სკოლის სავალდებულო ფორმები ინგლისშიც, ამერიკაშიც, საფრანგეთშიც, საქართველოშიც და ყველგან, სადაც ის გამოიყენება, ბავშვებზე ძალადობის ერთ-ერთი ინსტრუმენტია. სკოლა ინგლისშიც, ამერიკაშიც, საქართველოშიც და ძირითადად ყველგან, ძალადობრივი ინსტიტუციაა, რომლის მიზანი არ არის ბავშვისთვის ცოდნის მიცემა, უფრო სწორად ეგ მეორეული მიზანია, მთავარი მიზანი არის ბავშვის, როგორც ინდივიდის, მისი მისწრაფებების, მისი სურვილების, ოცნებების, ინდივიდუალობის განადგურება.
მწერალი ტორესა მოსი „ფორმულას“ გადაცემა „ჩატში“ ლადო ბურდულსა და მარიამ გულედანს შორის წარმოშობილ კამათს ეხმიანება
ტორესა მოსი ლადო ბურდულზე: „ჭკვიანური სახით არგუმენტის მოტანა, რომ ინგლისში და სხვაგანაც ბავშვები სკოლებში ფორმებით დადიან და ამიტომ ეს სწორია, ჩვეულებრივი სისულელეა ჩემს თვალში...“
მოკლედ, ბავშვებზე ძალადობა, სამწუხაროდ, მსოფლიოს უდიდეს ნაწილში, მათ შორის განვითარებულ ქვეყნებშიც, სერიოზულ გამოწვევად რჩება კაცობრიობისთვის. განვითარებულ ქვეყნებში ამ ძალადობას უკეთ ფუთავენ და აპრიალებენ, მაგრამ სამწუხაროდ, გერმანიაშიც, ინგლისშიც, ამერიკაშიც, საფრანგეთშიც, ავსტრიაშიც და ძირითადად ყველგან, ძალიან იშვიათი და ერთეული კონკრეტული გამონაკლისების მიუხედავად, კონკრეტული სკოლების დონეზე, საგანმანათლებლო სისტემა, თავისი არსით ძალადობრივია“.