LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ლადო ბურდულისა და აჩიკო გულედანის შვილის დაპირისპირება ეთერში: „ჯერ ყველანი მონები ვიყავით, ახლა ისეთი თავისუფლება გვინდა, რომ ევროპა გავაკვირვოთ…“

27911

ლადო ბურდული „ფორმულას“ გადაცემის „ჩატი“ სტუმარი იყო, სადაც თინეიჯერ წამყვანებს დაუპირისპირდა, როდესაც ისინი თავისუფლების შესახებ საუბრობდნენ.

განსაკუთრებული ცხარე კამათი მასა და აჩიკო გულედანის ქალიშვილს, მარიამს შორის გაიმართა. საუბარი არსებულ ტრადიციებსა და სტერეოტიპებს ეხებოდა.

ლადო ბურდული:

„ჩვენ საქართველოში ჯერ ყველანი მონები ვიყავით, ახლა ყველას ისეთი თავისუფლება გვინდა, რომ ამერიკა და ევროპა გავაკვირვოთ… დასავლეთში ყველგან არის ის, რომ მოსწავლეებს ყველგან აცვიათ სკოლის ფორმები. ე.ი. პატარა ბავშვს უნდა შეეკითხონ, ექვსი წლისას, რა უნდა ჩაიცვას? რაღაც სტანდარტები უნდა იყოს დაცული. მე, მაგალითად, ძალიან მომწონს ინგლისის სტანდარტები. თქვენ იმას ეწინააღმდეგებით? ისინი არიან გოიმები და თქვენ მაგარი ტიპები ხართ? ეს, რაც თქვენ თავისუფლება გგონიათ, ამერიკაში 50-60-იან წლებში გაიარეს და აქამდე მივიდნენ ისევ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g