LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტორესა მოსი: „ყოველმა ქართველმა იცის, რომ „ვეფხისტყაოსანი“ გვაქვს დაწერილი და ჩვენი ადგილი ტალახში რუსული ჩექმის ქვეშ კი არა, კაცობრიობის ყველაზე ცივილიზებულ ოჯახშია…“

407
toresa

მწერალი ტორესა მოსი აქციას „შინ ევროპისკენ“ ეხმიანება და აღნიშნავს, რომ დიდი ხანია, ასე ბედნიერს არ გაუღვიძია:

„ასე გაღიმებულს და ბედნიერს დიდი ხანია არ გამიღვიძია. ასე დარწმუნებული არასოდეს ვყოფილვარ, რომ აქედან წასვლას არ ვაპირებ. მართალი ვყოფილვარ, როდესაც ვამბობდი, რომ შეიძლება ვერაფერზე ვთანხმდებოდეთ, მაგრამ ქართველი ხალხი თავის თავს ევროპული ცივილიზაციის ნაწილად აღიქვამს. მართალი ვყოფილვარ, როდესაც ვამბობდი, რომ რამდენი ხანიც არ უნდა გვირეცხონ ტვინი, გულის სიღრმეში ყოველმა ქართველმა იცის, რომ „ვეფხისტყაოსანი“ გვაქვს დაწერილი და ჩვენი ადგილი ტალახში რუსული ჩექმის ქვეშ კი არა, კაცობრიობის ყველაზე ცივილიზებულ ოჯახშია. მართალი ვყოფილვარ როცა ვამბობდი, რომ ქვეყანას ყველაზე უარესი უმცირესობა მართავს. მართალი ვყოფილვარ, როცა ვამბობდი, რომ 5 ივლისს მოთარეშე ბრბო, იყო მოღალატე უმცირესობა. დღეს ეს ერი თავიდან იბადება. დღეს თავიდან დაგვიბრუნდა რწმენა, რომ კი ჩვენ შეგვიძლია ამ გზაზე წარმატების მიღწევა“.

ვისაც დასავლეთი არ უნდა, გაყვეს რუსკი კარაბლს! – ინგა გრიგოლია

რას წერს სტეფანე მღებრიშვილი, რომელიც აქციაზე – “შინ ევროპისკენ” იმყოფებოდა

ნანუკა ჟორჟოლიანი: “გუშინ გაქრა შენი და ჩემი და გახდა ჩვენი! ჩვენი ქვეყანა! ჩვენი საქართველო! შემდეგი შეხვედრა 24-ში”

რატომ მიდის აქციაზე ლუკა ნაჭყებია: „ვანახოთ მსოფლიოს, რომ საქართველოს ღირებულებები შორსაა რუსულისგან“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g