ჟურნალისტი ინგა გრიგოლია აქციის – შინ ევროპისკენ დასრულების შემდეგ საკუთარ შეფასებას სოციალურ ქსელში წერს და ახალგაზრდებს მადლობას უხდის.
“ეს იყო პირველი დღე და ეს იყო საოცარი დღე! ემოციები სიტყვით არ გადმოიცემა. 24 რიცხვშიც მოგვიწევს გამოსვლა. მერე კიდევ…იმის მერე კიდევ… გამოვალთ, არ დავიღლებით! ერთადერთი არჩევანი არის ევროპა. ვისაც დასავლეთი არ უნდა, გაყვეს რუსკი კარაბლს! საბედნიეროდ, ვისაც ევროპა უნდა და ვინც მიაღწევს მიზანს იმდენნი ვართ, ვერაფერი და ვერავინ მოგვერევა. ,,ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია…აწმყო თუ არა გვწყალობს,მომავალი ჩვენია!,, განსაკუთრებული მადლობა ახალგაზრდობას, რომელიც დღეს იქ იდგა”, – წერს გრიგოლია.