LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თორნიკე გერლიანი: „2008 წელს, კოდორის ხეობიდან ჯერ ჯარი მოდიოდა და შემდეგ – მოსახლეობა, 10 აგვისტოს გამოვიდა ჯარი და 11 აგვისტოს ჩვენ, მანამდე გვეუბნებოდნენ, არანაირი პირობა, რომ ევაკუაცია გამოცხადდეს, არ არსებობსო“

108
თორნიკე გერლიანი

კოდორის ხეობის მკვიდრმა, თორნიკე გერლიანმა, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ხეობაში განვითარებული მოვლენების შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ისაუბრა, სადაც 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად, დამატებით ტერიტორიებისა და ასეულობით სოფლის ოკუპაციის თემა განიხილება.

თორნიკე გერლიანის განცხადებით, კოდორის ხეობა ჯარმა 2008 წლის 10 აგვისტოს დატოვა, ხოლო, ადგილობრივებმა – 11 აგვისტოს, მანამდე კი, გერლიანის თქმით, ხეობაში მყოფი მაღალჩინოსნები კოდორის ხეობის მაცხოვრებლებს არწმუნებდნენ, რომ ქართული მხარე ყველაფერს აკონტროლებდა და ევაკუაციისთვის არანაირი პირობა არ არსებობდა.

„დავიბადე და გავიზარდე კოდორის ხეობაში. კოდორის ხეობის ადგილობრივი დანაყოფის მეთაური, მის დაშლამდე, ბოლომდე, გახლდათ მამაჩემი, ზურაბ გერლიანი. თავიდან იყო ემზარ კვიციანი, შემდეგ იყო ზურაბ გერლიანი. ყველაფრის მომსწრე ვარ მანდ და როგორი იყო კოდორის ხეობიდან 2008 წელს. სამწუხაროდ, ჯერ მოდიოდა ჯარი და შემდეგ მოსახლეობა. მე გამოვედი 11 აგვისტოს, თითქმის დაცლილი იყო ხეობა. თითქმის ვიძახი იმიტომ, რომ შეიძლება 2-3 ადგილობრივი მოსახლე გამოდიოდა ჩემთან ერთად. ბოლო დანაყოფი, ოცეული ძალიან აგრესიულად შეგვხვდა. 2008 წლის 11 აგვისტოს ჩვენით გამოვედით იქიდან, 10-ში კი ჯარი გამოვიდა. ეს გაქცევა იყო, ისინი გაიქცნენ, იმიტომ, რომ ჩვენ გვეუბნებოდნენ, ყველაფერი კარგად არის, ჩვენ ვაკონტროლებთ სიტუაციას და არანაირი პირობა, რომ თქვენ გახვიდეთ, ევაკუაცია გამოცხადდეს, არ არსებობს. [ამას გვეუბნებოდა] ჯარი და იქ ვინც იყვნენ წარმომადგენლები, მაღალჩინოსნები“, – განაცხადა თორნიკე გერლიანმა.

ამავე თემაზე საუბრისას, გერლიანმა აღნიშნა, რომ „ნაცმოძრაობის“ დროს მამიდამისი, რუსიკო გერლიანი 2006 წელს ეზოში „დეშეკათი“ დაცხრილეს, რაზეც თქვეს, რომ „გათვალისწინებული მსხვერპლი იყო და არაუშავსო“. მისივე თქმით, ირაკლი ოქრუაშვილი პირადად დაემუქრა მოსახლეობას, რომ წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში თავისი დანით გამოჭრიდა ყველას ყელს.

„თავდაცვის სამინისტრო შემოვიდა ვერტმფრენებით, ოპერაცია რომ დაიწყო კოდორში, ესე ეძახდნენ „კოდორის ხეობის განთავისუფლებას“, მაშინ დაიწყეს სახლების დაბომბვა. ვერტმფრენებიდან ესროდნენ რაკეტებს სახლს. ვერტმფრენს ორივე მხრიდან ტყვიამფრქვევები აქვს და არის მსხვილკალიბრიანი ტყვია, 50 კალიბრის. ეს არ არის ადამიანზე გათვლილი, ეს არის ტექნიკის გასაჩერებლად. სახლს რომ ბომბავდნენ გარეთ გამოვიდა ქალი, 49 წლის, მთიდან იყო ახალი ჩამოსული და პირდაპირ სამი სიტყვა ამოატარეს. ორი ჰქონდა მუცელში მოხვედრილი, ერთი ყელში და რომ შემოვიდნენ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, პირადად ოქრუაშვილმა ჩხალთაში თქვა, რომ „აბა, რა გეგონათო თქვენო, ჩვენო ესე უბრალოდ ვიძახდითო, რომ ყველაფერს გავაკეთებთო?!“ მერე, იქ ერთი ჩემი ნათესავი ქალბატონი იყო მანდ და იმას უთხრა, რომ თუ აგრესია წამოვა თქვენგანო, რამე უბრალოდ წინააღმდეგობა იქნებაო, დანა ჰქონდა ფეხზე მობმული, ტაქტიკური სამაგრი ჰქონდა, ერთ მხარეს იარაღი ჰქონდა, მინისტრს! ერთ მხარეს იარაღი ჰქონდა, მეორეზე დანა. აიღო ეს დანა და ანახა, ძალიან დიდი დანა იყო და ამ დანით გამოგჭრითო ყელს. თან შენობით მიმართა, შენით დავიწყებო და ქალს, ბავშვს, მოხუცს, არავის არ დავინდობო და გამოგჭრით ყველას ყელსო, დაგაყენებთ და თავებს დაგაყრევინებთო. თან მადლობა თქვითო, რომ ერთი ქალი დაიღუპაო და არა 10 და 20 და 30, თორემ თქვენ სადაც დგახართ ის მიწა უნდა დაიწვას წესითო, იმდენად იყო აქ ბანდფორმირებაო და არ ემორჩილებოდით ცენტრალურ ხელისუფლებასო“, – განაცხადა თორნიკე გერლიანმა.

ამასთან, თორნიკე გერლიანმა გაიხსენა 2006 წლის მოვლენები, „რა დროსაც მათთან „წმენდაზე“ შევიდნენ“.

„როცა ჩვენთან სახლში შემოვიდნენ 2006-ში, დიდი ხანი ვერ ამოდიოდნენ. ჩვენ ზედა სოფელში ვცხოვრობდით, ორი სოფელი გვქონდა და როცა შემოვიდნენ, ასე ეძახიან, „წმენდაზე“, ერთ-ერთ სპეცრაზმელს საყურისი არ ჰქონდა გაკეთებული და რაციაში რომ გადასცემდა, ერთი მაღალჩინოსანი იყო მანდ, ოქრუაშვილმა გამოაცხადა გენერალ-გუბერნატორი ხარო. სანამ თავდაცვის სამინისტრო მანდ იყო ის განაგებდა ყველაფერს: პოლიციას, გამგებლებს. აბსოლუტურად ყველაფრის უფროსი იყო ხვიჩა გუჯეჯიანი. ის იყო ყველაზე აგრესიული. ადგილობრივი იყო, ხეობელი იყო და ის შემოვიდა ყველაზე მეტი აგრესიით. ის გადასცემდა რაციით ზურაბ გერლიანზე, რომ სად არის, ხომ არ გინახავთო და როგორც კი ნახავთ ეგრევე იქსი მკერდზეო. ეს იქსი ნიშნავს გადაჭრას მკერდზე. პირდაპირ იქსი, არანაირი აყვანა, აქამდე ცოცხალი არ ჩამოიყვანოთო. ზევიდან არის მინისტრის ბრძანებაო, რომ პირდაპირ იქსი დაახალეთ მკერდზეო“, – განაცხადა თორნიკე გერლიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g