LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტორონტოს საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს შესახებ ფოტოები განთავსდა

151
New Project (2)

კანადაში საქართველოს საელჩო სოციალურ ქსელში ტორონტოს საერთაშორისო აეროპორტის კადრებს ავრცელებს, სადაც კანადელი ფოტოგრაფების, მამა-შვილის რენდი და სპენსერ ვანდერსტარენების მიერ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გადაღებული ფოტოები მონიტორებზე განთავსდა. პროექტი 31 დეკემბრამდე გაგრძელდება.

აღნიშნული ფოტომასალა 2022 წლის მაისში, კანადელი ფოტოგრაფების საქართველოში ვიზიტის დროს შეიქმნა, რომელიც საქართველოს საელჩოს ხელშეწყობითა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უშუალო ჩართულობით დაიგეგმა.

საქართველოში გადაღებული სურათების სრულად ხილვა შესაძლებელია ფოტოგრაფების ვებგვერდზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g