LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტორტის ატელიე „ავტოგრაფი“ რუსთავშიც გაიხსნა

1157
259673423-4653779431346013-7330591786907680715-n

უმაღლესი ხარისხის საკონდიტრო პროდუქციის მწარმოებელი კომპანია, „ტორტის ატელიე ავტოგრაფი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს. ამჯერად, კომპანიის ფილიალი ქალაქ რუსთავში გაიხსნა.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც „ტორტის ატელიე ავტოგრაფი“ თბილისის ფარგლებს გასცდა. როგორც კომპანიაში ამბობენ, ამ ეტაპზე, 5 ფილიალს ფლობენ, აქედან 4 დედაქალაქშია და 1, როგორ უკვე გითხარით, რუსთავში. „ტორტის ატელიე ავტოგრაფი“ ჯამურად 44 ადამიანს ასაქმებს.

„რაც შეეხება ჩვენს პროდუქციას, ის მზადდება უმაღლესი ხარისხის, ჯანსაღი ნედლეულით, ყოველგვარი დანამატების გარეშე, შესაბამისად, არის სრულიად უსაფრთხო ჯანმრთელობისთვის. მთავარ აქცენტს ყოველთვის ხარისხზე ვაკეთებთ და შესაბამისად, წარმოებისას 100%-ით ნატურალურ პროდუქტებს ვიყენებთ“, – ამბობენ „ტორტის ატელიე ავტოგრაფში“.

მათივე ცნობით, უმაღლესი ხარისხის საკონდიტრო პროდუქციის მწარმოებელი კომპანია მომხმარებელს მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს – ამჟამად, მათთან წარმოდგენილია 10-ამდე სახეობის ტორტი და ასევე, 10-ამდე სახეობის ნამცხვარი.

აღსანიშნავია, რომ სასურველი ტორტის, ან ნამცხვრის შეძენა მომხმარებელს როგორც ადგილზე, ისე კომპანიის ვებგვერდიდან, ონლაინაც შეუძლია. 

დეტალური ინფორმაცია „ტორტის ატელიე ავტოგრაფის“ შესახებ იხილეთ ბმულზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g