LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თოვის გამო, გზების გარკვეულ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

316
Untitled design (2)

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (მოწამეთა) – ტყიბული – ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ52 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

მათივე ცნობით, აღნიშნული აკრძალვა ვრცელდება ასევე საჩხერე (სარეკი) – უზუნთა – შქმერი – ზუდალის გზაზე.

„დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

#რახდებაგზებზე

? ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის…

Posted by საავტომობილო გზების დეპარტამენტი on Sunday, November 26, 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები