LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თოვლი, სითბო და ღიმილიანი მოგონებები აჭარაში – გოდერძის ახალი საიმიჯო კლიპი [ვიდეო]

goderdzii

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სამთო-სათხილამურო კურორტ “გოდერძის” ახალ საიმიჯო კლიპს აქვეყნებს.

კლიპში გოდერძის ულამაზეს ბუნებას, საკმაოდ საინტერესო ტექსტი ახლავს.

“როცა მთები გიხმობენ წადი, წადი იმ მხარეში, სადაც წელიწადის ნახევარი თოვლიანია, სადაც ძველი და ახალი ერთმანეთს კვეთს, სადაც სილამაზე ბუნებრივია და ბუნება თავად ქმნის ამ სილამაზეს.

წადი და მთები გეტყვიან, რომ პატარა ნაბიჯიდან გიგანტურ ნახტომამდე ერთი დაშვებაა და დაეშვი იქ, სადაც საზღვრები თოვლითაა დაფარული.

დაეშვი იქ, სადაც საუკეთესო მასპინძლები ცხოვრობენ და შენზე ზრუნავენ და გახსოვდეს, რომ მოგონებები, რომელსაც ღიმილი ახლავს, არასდროს იკარგებიან.

ეს საქართველოს მთებია, ეს გოდერძია,” – ნათქვამია საიმიჯო კლიპში.

კურორტი ზღვის დონიდან 2000 მეტრზე, თბილისიდან 252კმ-ში, ხოლო ბათუმიდან 109კმ-ის დაშორებით, აჭარის მაღალმთიანეთში, გოდერძის უღელტეხილზე მდებარეობს.

კურორტი შთამბეჭდავი ბუნებით, სუფთა ჰაერით, ულამაზესი პეიზაჟებითა და კარგად აღჭურვილი სათხილამურო ტრასებითაა გამორჩეული.

კურორტი “გოდერძი” მომხმარებელს ორ საბაგირო ხაზს სთავაზობს, რომელთა ტრასების საერთო სიგრძე 8 კილომეტრია. აქ დამსვენებელს მოემსახურება 2 საბაგირო – 8 ადგილიანი გონდოლა და 6 ადგილიანი ბაბლი. კურორტზე ფუნქციონირებს 30 ადგილიანი სასტუმრო “მეტეო” და 72 ადგილზე გათვლილი 6 კოტეჯი. კურორტი “გოდერძი” სტუმრებს მთელი წლის განმავლობაში მასპინძლობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g