„თბილსერვის ჯგუფი“ თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე გზის გაწმენდის სამუშაოებს ახორციელებს. ამ ეტაპზე კოჯორში, ბეთანიაში, წყნეთსა და კიკეთში ავტოტრანსპორტით გადაადგილება შეუფერხებლად არის შესაძლებელი. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, საჭიროების შემთხვევაში გზის გაწმენდითი სამუშაოები განახლდება.
ჯგუფი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ პრობლების არსებობის შემთხვევაში დარეკონ “თბილსერვის ჯგუფის” ცხელ ხაზზე – 2619050 ან თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ცხელ ხაზზე – 2722222.