LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თოვლიან, ქარიან დილას, იდგა 5-6 წლის პატარა ბიჭი უზარმაზარი ჩანთით ჯიუტად და ვარჯიშზე მიდიოდა…“ – რას წერს ნანა ცქვიტარია გამარჯვების გოლის ავტორზე, ნიკა კვეკვესკირზე

160
Untitled design - 2024-03-27T133946.607

საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების წევრი ნიკა კვეკვესკირი, რომლის მიერ დარტყმულმა ბოლო პენალტმა გუშინდელ ისტორიულ შეხვედრაში, საქართველოს დიდი სიხარული მოუტანა, წარმოშობით გალიდანაა. მის საინტერესო ისტორიას ფეხბურთელის მეზობელი, ნანა ცქვიტარია გვიზიარებს სოციალურ ქსელში:

„გამარჯვების გოლის ავტორზე, ნიკა კვეკვესკირზე, მინდა ვთქვა რაღაც.

გალიდანაა.

ომის შემდეგ, ზუგდიდში, დევნილთა ჩასახლებაში ცხოვრობდა, მეზობლები ვიყავით.

მე და ჩემი ძმა შორს დავდიოდით სკოლაში და, მეზობელი ბავშვებისგან განსხვავებით, ნახევარი საათით ადრე ვიდექით უკვე გაჩერებაზე. ყოველ დილით, ვინც ჩვენზე ადრე ელოდებოდა ტრანსპორტს, კვეკვესკირი იყო.

90-იანი წლების ყოველ წვიმიან, თოვლიან, ქარიან დილას, იდგა 5-6 წლის პატარა ბიჭი უზარმაზარი ჩანთით ჯიუტად და ვარჯიშზე მიდიოდა.

კიდევ მახსოვს, შეკრებაზე უნდა წაეყვანა მწვრთნელს პატარების გუნდი და მის მშობლებს (რომლებიც ძალიან ცდილობდნენ, არაფერი მოეკლოთ ბავშვისთვის) არ აღმოაჩნდათ ფინანსები და ნიკას მოუწია სახლში დარჩენა, თუმცა იმდენად მტკივნეული იქნებოდა ეს ბავშვისთვის, რომ ეს ამბავი დაუმალეს და მწვრთნელს ათქმევინეს, რომ ერთი კვირა, უბრალოდ, ვარჯიში არ ექნებოდათ და ისვენებდნენ.

კიდევ მახსოვს, ერთხელ, „მარშრუტკის“ მძღოლმა არ ამოუშვა, ისეთი ტალახიანი იყო ვარჯიშის მერე. მეორე მძღოლმა უთხრა, დაიფინე რამე და ჩემს „მარშრუტკაში“ ჩაჯექი, მალე გავდივარ მეცო.

მადლობა, ნიკა, ამ სიჯიუტისთვის, ყველაფრისთვის და, განსაკუთრებით, გუშინდელი, შენებური, თავდაჯერებული გამარჯვების გოლისთვის“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები