LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვიცი, რომ აფხაზეთშიც უყურებდნენ ამ თამაშს და გვგულშემატკივრობდნენ.. მგონია, რომ ამ ხალხისთვის ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯი.. საქართველო იქნება ერთიანი“ – ნიკა კვეკვესკირი

161
BeFunky-collage (9)

გამარჯვების გოლის ავტორს, ფეხბურთელ ნიკა კვეკვესკირს “იმედის კვირა” ესაუბრა.

მან დევნილობის პერიოდი და ის ურთულესი გზა გაიხსენა, რომელიც წარმატებამდე გამოიარა.

„ვიცი, რომ აფხაზეთშიც უყურებდნენ ამ თამაშს და გვგულშემატკივრობდნენ მთელი გულით. მინდოდა რომ პირველ რიგში მათ გაეგოთ, რომ ჩვენ, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები, მთელი ეროვნული ნაკრები ასე ვფიქრობთ და ამიტომ მგონია, რომ ამ ხალხისთვის განსაკუთრებით, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯი. საქართველო იქნება ერთიანი, გამთლიანებული, მშვიდობიანი. ერთადერთმა, რამაც შეიძლება ასე გააერთიანოს, გაამთლიანოს და გააბედნიეროს მთელი საქართველო, იქნება სწორედ ის, რომ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები დაბრუნდეს ისევ ჩვენთან და ამ ხალხს, ჩემი ჩათვლით, აღარ ეწოდოს „დევნილი“, – განაცხადა კვეკვესკირმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები