LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Toyota-მ RAV4 კიდევ უფრო ყველგანმავალი გახადა

102
1428x1428 (5)

Toyota-მ მეხუთე თაობის RAV4-ისთვის, რომლის წარმოებაც უკვე დასრულებულია, ოფიციალური ტიუნინგ-კომპლექტი წარადგინა. განახლებების მთავარი მიზანი კროსოვერის გამავლობის გაუმჯობესებაა, თუმცა პაკეტი ექსტერიერისა და აღჭურვილობის მოდერნიზებასაც მოიცავს.

კომპანია მფლობელებს ახალი ამორტიზატორებისა და ზამბარების დაყენებას სთავაზობს, რის შედეგადაც ავტომობილის კლირენსი წინა ნაწილში 50 მმ-ით, ხოლო უკანა ნაწილში 40 მმ-ით იზრდება. Toyota-ს განცხადებით, დაკიდების სისტემა ისეა გადამუშავებული, რომ ავტომობილის მართვის კომფორტი პრაქტიკულად უცვლელი დარჩეს.

საკიდარის განახლების კომპლექტი 2020-2025 წლებში გამოშვებული RAV4-ის ყველა ვერსიასთანაა თავსებადი და მისი ფასი 181 566 იენიდან იწყება.

კომპანიამ ასევე მოამზადა ვიზუალური განახლების ელემენტებიც, მათ შორის ახალი წინა ბამპერი, ბორბლების თაღების გაფართოებები და გვერდითი სარკეების ახალი კორპუსები. ამ ეტაპზე ფასი მხოლოდ თაღების გაფართოებებისთვისაა ცნობილი – 108 020 იენი.

გარდა ამისა, ძველი RAV4-ის მფლობელებს შეუძლიათ ავტომობილი თანამედროვე LED-ფარებით, USB-C პორტებით და უსადენო დამტენის სისტემითაც აღჭურვონ, რაც მოდელს უფრო თანამედროვე ფუნქციონალს შესძენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები