,,ისი პარის“ ქსელში საახალწლო ზეიმი დაიწყო. პარფიუმერული კომპანია მომხმარებელს 1 დეკემბრიდან 15 იანვრის ჩათვლით საახალწლო აქციებით გაანებივრებს.
როგორც ”ფორტუნას” ”ისი-პარის” პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხატია შამუგიამ განუცხადა, ნებისმიერ მსურველს ამ პერიოდში შეუძლია სასურველი პროდუქცია დიდი ფასდაკლებით შეიძინოს. 20-დან 50%-ამდე ფასდაკლება ,,ისი-პარიში” არსებულ სრულ ასორტიმენტზე ვრცელდება.
ხატია შამუგიას თქმით, 250–ლარიან შენაძენზე მომხმარებელი ბრენდის 50–ლარიან ვაუჩერს მიიღებს, რომლის განაღდებაც ფასდაკლების დასრულების შემდეგ მოხდება. ქსელში ყოველი მეათასე მყიდველი კი სასურველ სუნამოს უსასყიდლოდ შეარჩევს.
”გარდა ამისა, ,,ისი-პარიში“ შენაძენს დამატებით თან ახლავს საჩუქარიც, მთავარი კი 2018 წლის 25 იანვარს გათამაშების შესანიშნავი პრიზი იქნება–Toyota RAV4–ის 2017 წლის მოდელი. გათამაშებაშია ასევე ”ისი პარის” 5000–ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი, ასევე გამარჯვებულისთვის ხელფასის სახით, ,,ისი-პარი“ 1 წლის ვადით, თვეში 1000 ლარის ოდენობას გამოყოფს. აღსანიშნავია კიდევ ერთი პრიზი, რომელიც მოგზაურობის მოყვარულებს გაახარებთ განსაკუთრებით- გათამაშდება 2 კაციანი საგზური შარმ–ელ–შეიხში, 5–ვარკსვლავიან სასტუმროში”, – აღნიშნა ”ისი-პარის” პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.
მისივე ინფორმაციით, იმისთვის, რომ გათამაშებაში ჩაერთოთ, საკმარისია ,,ისი პარის“ ქსელში 50 ლარამდე ღირებულების პროდუქცია შეიძინოთ, ყოველ მომდევნო 50 ლარზე კი გათამაშების თითო ბილეთი თქვენს სახელზე დაფიქსირდება.
”ისი-პარის” საახალწლო გათამაშება 25 იანვარს, ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ეთერში, 6–საათიანი კურიერის დასრულების შემდეგ შედგება.