LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თქვენ გიჭირთ თქვენი მეორე ნახევრის მოსმენა, რადგან არ იცით საკუთარი თავის მოსმენა”

687
17141516-1476229055730054-1635158949-n

წყვილებს შორის ხშირად ხდება კამათი. რა სჭირდება წყვილს, რომ ურთიერთობა არ მივიდეს კონფლიქტამდე – ამ თემაზე “ფორტუნას” ფსიქოლოგი ბარბარე ჭკუასელი ესაუბრა.

წყვილთან თერაპიული მუშაობა ჩემთვის, როგორც ფსიქოთერაპევტისთვის, ძალიან საინტერესო და მრავლისმომცველი საქმიანობაა. მეორე ნახევართან ურთიერთობაში ადამიანი უფრო კარგად ხედავს საკუთარ თავს და იმ მომენტებს, რომლებზეც მუშაობა აუცილებელია. რომანტიულ ურთიერთობებში კარგად ჩანს ადამიანის თვითშეფასება, ადაპტაციური უნარ-ჩვევები, გამძლეობა, ურთიერთპატივისვემა, დათმობისა და პატიების უნარი, მადლიერების გაცნცდა, ბედნიერების შესაძლებლობა და ა.შ. ეს ყველაფერი კი ორმხრივი პროცესია და თუ ურთიერთობა ღირებულია, მას უნდა გაუფრთხილდეთ.

როცა ორი ადამიანი გადაწყვეტს ურთიერთობის დაწყებას მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ორი განსხვავებული სისტემა ხვდება ერთმანეთს და ბუნებრივია, შეიძლება ბევრი გაუგებრობა ახლდეს თან. ურთიერთობის დროს ამ ორ სისტემას უხდება ერთმანეთთან ადაპტირება და ზუსტად აქ იქნება პრობლემები. მაგალითად,  ხშირად რომელიმე მათგანს აქვს განცდა, რომ:

  1. ყოველთვის ის თმობს და ყველაფერი ისე ხდება, როგორც მის მეორე ნახევარს სურს
  2. მას არ უსმენენ
  3. ის დაჩაგრულია
  4. დაკარგა საკუთარი თავი ამ ურთიერთობაში
  5. დაკარგა საკუთარი სურვილები ამ ურთიერთობაში
  6. დაუსრულებელ ბრძოლის ველზეა
  7. ის ვერასდროს იქნება ბედნიერი
  8. ყველაფერი მეორე ნახევრის ბრალია

ამ ყველაფერს კი მოყვება კამათი, რომლის დროსაც იკარგება კონკრეტული მიზეზი ან საწყისი წერტილი, ეს უბრალოდ გადაქცეულია ურთიერთობის ერთადერთ ფორმად, გამოუვალ მდგომარეობად.

ურთირთობებში მნიშვნელოვანია არ დავკარგოთ საკუთარი თავი და პატივი ვცეთ მეორე ნახევრის სურვილებს, მოვუსმინოთ, დაველაპარაკოთ და კარგად გავაცნობიეროთ მისი საუბრის არსი.

რეალურად გამოსავალი ყველა სიტუაციიდან არსებობს თუ ვეცდებით, რომ ამ ურთიერთობაში ახლანდელ მდგომარეობაზე თქვენი წილი პასუხისმგებლობა აიღოთ თქვენს თავზე და გქონდეთ პარტნიორის პატივისცემა.

ამის გაკეთებაში დაგეხმარებათ შემდეგი რეკომენდაციები:

მნიშვნელოვანია პრობლემების სწორად განსაზღვრა და გაცნობიერება, მოსმენა და გაგება რატომ წარმოიქმნა პრობლემა, რა აწუხებს თქვენს მეორე ნახევარს.

სინამდვილეში თქვენ იმიტომ გიჭირთ თქვენი მეორე ნახევრის მოსმენა, რომ არ იცით საკუთარი თავის მოსმენა.

თუ  თქვენ გიჭირთ საკუთარი პოზიციების შენარჩუნება და დაცვა მარტივია ყველაფერი თქვენ მეორე ნახევარს დააბრალოთ, ან შეურაცხყოფა მიაყენოთ, მაგრამ გამოსავალი მხოლოდ თქვენ თვითშეფასებაზე მუშაობა და მოსმენაა.

ბედნიერება თქვენშია, უბრალოდ ის უნდა იპოვოთ, მისი მოფრთხილება ისწავლოთ და თქვენ მეორე ნახევართან ერთად შექმნათ საერთო ბედნიერება, სიტუაცია სადაც ორ ბედნიერებას შეუძლია თანაცხოვრება.

შეეცადეთ დაგროვილი ემოციები გააზიაროთ „აქ და ამჟამად“ რეჟიმში, კორექტულად, შეურაცხყოფის გარეშე, რადგან დაგროვილი ემოციები ამძიმებს ადამიანს და უშლის ხელს ადაპტაციაში. სწორად შერჩეული სიტყვები დიდ როლს თამაშობენ ურთიერთობისა და დიალოგის დროს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g