LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თქვენ ხართ ჩვენი მომავალი, რისთვისაც ჩვენი ჯარისკაცები იბრძვიან” – ზელენსკი პოლონეთში მყოფ უკრაინელ ბავშვებს მიმართავს

61
Untitled design (9)

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეოფორმატში პოლონეთში მყოფ უკრაინელ ლტოლვილ ბავშვებს მიმართა.

ვოლოდიმირ ზელენსკი მიმართვის ვიდეოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს:

“ვესაუბრე ჩვენს ბავშვებს, რომლებიც დროებით პოლონეთში იმყოფებიან, ასევე ვესაუბრე დროჰობიჩის ლიცეუმის მოსწავლეებს.

ჩემთვის დიდი დღესასწაული იქნება ის დღე, როდესაც ყველა ბავშვი შეძლებს უსაფრთხო უკრაინაში დაბრუნებას.

ამისთვის ყოველდღე ყველაფერს ვაკეთებთ. თქვენ ხართ ჩვენი მომავალი, რისთვისაც დღეს ჩვენი ჯარისკაცები იბრძვიან”, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში