იტალიიდან და საფრანგეთიდან კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ევრონიუსი“ ავრცელებს.
ლომბარდიის რეგიონიდან ექვსი პაციენტი კიოლნის კლინიკაში, ხოლო ორი პაციენტი საფრანგეთიდან ქალაქ ესენში გააგრძელებს მკურნალობას.
გარდა ამისა, უახლოეს დღეებში კიდევ ოთხ ინფიცირებულს ჩაიყვანენ საფრანგეთიდან და იტალიიდან გერმანიაში, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის რეგიონში სამკურნალოდ.
ჯანმო: კორონავირუსი ჰაერით არ გადადის
“ამ რთულ დღეებში, ჩვენს იტალიელ მეგობრებს დახმარება და სოლიდარობა სჭირდება. ამ ნაბიჯით ჩვენ გვინდა მათ ვუთხრათ, რომ თქვენ მარტო არ ხართ,”- განაცხადა ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის პრემიერმა.
გერმანიას ფრანგ ხალხზე ზრუნვისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, ფლორენს პარლიმ.
“მადლობა სოლიდარობისთვის – ევროპა უყურებს ევროპელებს”- აღნიშნა პრემიერმა.
[#Résilience] Ce matin et en coordination avec le SAMU et la sécurité civile, un hélicoptère NH90 Caïman est engagé pour assurer l’évacuation de deux patients atteints du #Covid19. Arrivé à Metz depuis Phalsbourg, il fait route pour un hôpital de la ville d’Essen, en Allemagne. pic.twitter.com/YuE8x2Eqlh
— Armée française – Opérations militaires (@EtatMajorFR) March 28, 2020
ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსს 889 ადამიანი ემსხვერპლა. რაც შეეხება გერმანიას, ამ ეტაპზე, კოვიდ 19-ით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 46 ათასს აჭარბებს. გარდაცვლილია 322 ადამიანი.
“კარანტინი ქალებისთვის ნამდვილ კოშმარად იქცა” – იზოლაციის გამო, ოჯახში ძალადობის სტატისტიკა იზრდება
აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 124 ათასს გადააჭარბა – მსოფლიო სტატისტიკა