LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კარანტინი ქალებისთვის ნამდვილ კოშმარად იქცა” – იზოლაციის გამო, ოჯახში ძალადობის სტატისტიკა იზრდება

927
BeFunky-collage (1)

კორონავირუსის გავრცელების შეზღუდვისა და  სოციალური დისტანცირების მისაღწევად, მსოფლიო მასშტაბით უამრავ ადამიანს თვითიზოლაციის წესების დაცვა უწევს.

სამსახურის გარეშე დარჩენილ ადამიანებს კორონავირუსის პანდემიის დროს პირისპირ ურთიერთობა მხოლოდ იმ ადამიანებთან შეუძლიათ, ვისთან ერთადაც ცხოვრობენ. ეს ერთადერთი გამოსავალია საკუთარი თავის და სხვების გადასარჩენად. თუმცა, როგორც the guardian წერს, საყოველთაო კარანტინმა დაუცველი ჯგუფები კიდევ უფრო დიდი რისკის ქვეშ დააყენა. საუბარია ძალადობის მსხვერპლ ქალებსა და ბავშვებზე.

გამოცემის ცნობით, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემდეგ, მსოფლიო მასშტაბით ოჯახური ძალადობის შემთხვევები გაიზარდა.

მაგალითად, კორონავირუსის თავდაპირველად გავრცელების ეპიცენტრში, ხუბეის პროვინციაში სამჯერ გაიზარდა ოჯახური ძალადობის შემთხვევები და მხოლოდ თებერვალში 162 ფაქტი დაფიქსირდა.

”ჩვენი სტატისტიკის თანახმად, ძალადობის გამომწვევი მიზეზების 90% [ამ პერიოდში] დაკავშირებულია კოვიდ -19 ეპიდემიასთან.”- აცხადებს გამოცემასთან ადგილობრივი  პოლიციელი ჩან ფეი.

40-50%-ით გაიზარდა ოჯახური ძალადობის შემთხვევები ბრაზილიაშიც. რიო-დე-ჟანეიროს მოსამართლემ, ადრიანა მელომ ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდა.

ოჯახური ძალადობის მსხვერპლების დასახმარებლად არსებულ ცხელ ხაზებზე ზარების რაოდენობამ 20%-ით იმატა კატალონიაში. კვიპროსში კი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევის დადასტურების შემდეგ, ზარების რაოდენობა 30%-ით გაიზარდა.

 

 

რაც შეეხება იტალიას, გამოცემის ცნობით, მკაცრი საკარანტინო რეჟიმის გამო, აქ მსგავსი ზარების რაოდენობა დრამატულად არ გაზრდილა, თუმცა გაიზარდა სასოწარკვეთილი გზავნილები ელ ფოსტაზე.

“ერთ-ერთ შეტყობინებაში, ქალი წერდა, რომ აბაზანაში იყო გამოკეტილი. ახლა უფრო მეტი სასოწარკვეთა და შიშია, რადგან მათ არ შეუძლიათ მოძალადისგან დისტანცირება”

აღსანიშნავია, რომ იტალიის ქალაქ ტრენტოში, პროკურორმა ერთ-ერთი საქმის განხილვის დროს მიიღო გადაწყვეტილება მოძალადეს დაეტოვებინა სახლი და დაზარალებული ქალი თავშესაფარში არ გადაეყვანათ.

”კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვა და კარანტინი ყველასთვის ძნელია, მაგრამ ის ნამდვილ კოშმარად იქცევა ძალადობის მსხვერპლ ქალთათვის”, – აცხადებენ ქალთა უფლებების დამცველ ორგანიზაციაში.

 

 

ესპანეთში , სადაც ასევე, მკაცრი საკარანტინო რეჟიმი და სანქციები მოქმედებს, მთავრობამ გადაწყვიტა, ძალადობის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, ქალებს ადგილის დატოვების უფლება მისცენ და მეტიც, არ დააჯარიმონ.

თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის წე­სე­ბის შე­მო­ღე­ბის შემ­დეგ, ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის შემ­თხვე­ვე­ბი გა­ი­ზარ­და დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში. ჟანდარმერიის პასუხისმგებლობის ზონაში ოჯახური ძალადობის ფაქტები 1 კვირაში 32%-ით გაიზარდა, პარიზში კი, რომელიც დედაქალაქის პოლიციის პასუხისმგებლობის ზონაა, ამ მაჩვენებელმა კვირაში 36%-ს მიაღწია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 124 ათასს გადააჭარბა – მსოფლიო სტატისტიკა

 

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g