რუსეთის თავდაცვის სამინისტრო „ვაგნერის“ მოიერიშე რაზმების მებრძოლებს მიმართავს „კავშირზე გავიდნენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან და მათი უსაფრთხოება გარანტირებული იქნება“.
გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ „ვაგნერის მებრძოლები მოტყუებით არიან ჩართულები პრიგოჟინის დანაშაულებრივ ავანტიურაში“.
„მივმართავთ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მოიერიშე რაზმების მებრძოლებს. თქვენ მოტყუებით ხართ ჩართულები პრიგოჟინის დანაშაულებრივ ავანტიურაში და შეიარაღებულ ამბოხში. ბევრმა უკვე გააცნობიერა თავისი შეცდომა და მოგვმართა თხოვნით უზრუნველყოფილიყო მათი უსაფრთხო დაბრუნება მუდმივი დისლოკაციის ადგილებზე. ჩვენი მხრიდან ასეთი დახმარება უკვე გაწეულია. გამოდით კავშირზე თავდაცვის სამინისტროსა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებთან, თქვენი უსაფრთხოება გარანტირებული იქნება“, – აცხადებენ უწყებაში.
ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ მისმა მებრძოლებმა დონის როსტოვი დაიკავეს
ევგენი პრიგოჟინმა „ვაგნერის“ მებრძოლები როსტოვის და ვორონეჟის ოლქების გუბერნატორებად დანიშნა