LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თქვენ შეგზღუდათ მამაზეციერმა” – “გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის” წევრები დაწესებული შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით მსვლელობას მართავენ

48
6cba44af-1ddb-491e-bdc3-28954b86d1bb-640

“გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის” წევრები და მხარდამჭერები კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით მსვლელობას მართავენ.

აქტივისტები “დინამო არენას” მიმდებარე ტერიტორიიდან დედაენის ბაღის მიმართულებით დაიძრნენ.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებით, უნდა გაუქმდეს კომენდანტი საათი, გაიხსნას საზღვრები, გაიხსნას ყველა ბიზნესი და გაუქმდეს ჯარიმები.

“ჩვენი მოთხოვნაა იმ შეზღუდვების გაუქმება, რომელიც დაკავშირებულია კორონავირუსთან და ჩამოშალა მთელი ქვეყანა, უამრავი ადამიანი დატოვა შემოსავლის გარეშე. ყველა ეს შეზღუდვა მოსახსნელია, დაწყებული “კომენდანტის საათიდან” ქუჩაში პირბადის ტარებით დამთავრებული”,- აღნიშნავს ჯაფარიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g