LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თქვენ თავს არ მოიაზრებთ ქართველ ხალხში, თუ რატომ გაღიზიანდით?“ – ნინო ლომჯარია კობახიძეს და კალაძეს პასუხობს

170
ლომჯარია კობახიძე-კალაძეზე

„თქვენ თავს არ მოიაზრებთ ქართველ ხალხში, თუ რატომ გაღიზიანდით?“, – ამ განცხადებით ყოფილი სახალხო დამცველი და ახლა უკვე საზოგადოებრივი პლატფორმის „ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელი, ნინო ლომჯარია მმართველი გუნდის ლიდერების მის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს პასუხობს.

ირაკლი კობახიძისა და კახა კალაძის განცხადებებს ნინო ლომჯარიამ სოციალურ ქსელში უპასუხა:

კობახიძე: ნინო ლომჯარია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ურეიტინგო „ნაცია“

„ვის უნდა წაართვას ლომჯარიამ ხმები? მაქსიმუმ ხაბეიშვილს“

„ამ ნომინირებით ქართველი ხალხის ბრძოლა ევროპული მომავლისთვის წარდგენილია ძალიან მნიშვნელოვან საერთაშორისო ჯილდოზე და „ქართული ოცნების“ ლიდერები ამის გამო აგრესიას ვერ მალავენ.

Irakli Kobakhidze Kakha Kaladze თქვენ თავს არ მოიაზრებთ ქართველ ხალხში, თუ რატომ გაღიზიანდით?“. – წერს ნინო ლომჯარია.

ინფორმაციისთვის, ECR Group-მა ქართველი ხალხი და ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, აზრის თავისუფლებისთვის 2023 წლის სახაროვის პრემიაზე წარადგინა.

თბილისის მერს, კახა კალაძეს ჟურნალისტებმა კითხვა სწორედ ამ პრემიაზე დაუსვეს, რაზედაც მან უპასუხა: „სად წარადგინეს? ალბათ მომავალში ნობელის პრემიაზე წარადგენენ“.

 

 

 

 

 

გამოყენებულია რადიო „თავისუფლების“ და „ინტერპრესნიუსის“ ფოტოები
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები