LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თქვენი ხმა მესმოდა, მაგრამ ვერ გაგონებდით“ – გურიაში მიცვალებული გაცოცხლდა

913
241180516-4547159311970959-8520004509058486567-n

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში უცნაური შემთხვევა მოხდა. ხანშიშესული ქალბატონი ოჯახის წევრებს  გარდაცვლილი ეგონათ, რის გამოც მისი დაკრძალვის რიტუალისთვის შესაბამისი მზადება დაიწყეს, თუმცა, როგორც ადგილობრივებმა „ფორტუნას“ უთხრეს, დაახლოებით 30-40 წუთის შემდეგ, 87 წლის მოხუცი ცოცხალი აღმოჩნდა და დახმარება ითხოვა.

ადგილობრივების სიტყვებით, ამ დროის განმავლობაში ხანშიშესულ ქალბატონს პულსი არ ესინჯებოდა, რის გამოც, ოჯახმა მიიჩნია, რომ იგი გარდაიცვალა. ოჯახი ამბობს, რომ 87 წლის ქალი დიდი ხანია შეუძლოდაა.

გარდა ამისა, როგორც მისი ოჯახის წევრები ტვ „ფორმულასთან“ ამბობენ, მოხუცს უთქვამს, რომ საშველად ოჯახს ეძახდა, თუმცა, ვერ გააგონა.

„თქვენი ხმა მესმოდა, მაგრამ ვერ გაგონებდით… სადღაც ვიყავი წასული,“ – თქვა ქალმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g