ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში, 16 დეკემბერს, ძაღლმა ორი მცირეწლოვანი, ძმები – ნიკოლოზ და ლაზარე ნაკაშიძეები დაკბინა. 2 წლის ლაზარეს უკვე ორი ოპერაცია ჩაუტარდა. როგორც ცნობილია, მესამე ოპერაცია ლაზარეს ამ წუთებში უტარდება.
„ჩემი ლაზარე უფლის სასწაულია❣️
დე, ამასაც მშვიდობით გადავლახავთ მჯერა ❣️
ჩემო კეთილის მსურველებო, გთხოვთ, ისევ ისე გვჭირდება კიდევ ერთხელ,
თქვენი ლოცვა გადაარჩენს ჩემ გმირ ბიჭუნას❣️ოპერაცია დაწყებულია“, – წერს ლაზარეს დედა, ლიკა ხამათაშვილი.
ცნობისთვის, პატარა ლაზარეს ოპერაციებს „კარაპს მედლაინის“ პლასტიკური-რეკონსტრუქციული ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ექიმმა ალექსანდრე კალანტაროვი უკეთებს.
„დეფექტის ორი მესამედი დაიფარა“ – ექიმი პიტბულის მიერ დაკბენილ ბავშვზე
„2-3 კვირაში, კიდევ დასჭირდება ოპერაცია“ – როგორია ლაზარეს მდგომარეობა, რომელიც პიტბულმა დაკბინა
„სკალპის 2/3 არის გადანერგილი“ – ძაღლის მიერ დაკბენილ 2 წლის ლაზარეს 13-საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა