LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მადლობა უფალს, ბედნიერი ახალი წელი მაქვს, ჩემ გმირ ლაზარესთან ერთად ვხდები 2024 წელს“ – ოზურგეთში, ძაღლის მიერ დაკბენილი ლაზარეს დედა

920
ფორტუნა (15)

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში, 16 დეკემბერს, ძაღლმა ორი მცირეწლოვანი, ძმები – ნიკოლოზ და ლაზარე ნაკაშიძეები დაკბინა.

ლაზარეს დედა, ლიკა ხამათაშვილი  სოციალური ქსელის საშუალებით ყველას ახალ წელს ულოცავს და ღმერთს მადლობას უხდის, რომ მის საყვარელ დღესასწაულს ლაზარესთან ერთად ხვდება 2024 წელს.

„ჩემი დღესასწაულია ახალი წელი, რამდენი წლისაც არ უნდა იყო, გული მაინც ბავშვური რწმენით გევსება…
გულის სიღრმეში მაინც ელოდები, თუნდაც სულ პაწაწინა სასწაულს შენს ცხოვრებაში…
მადლობა უფალს, ბედნიერი ახალი წელი მაქვს ჩემ გმირ ლაზარესთან ერთად ვხდები 2024 წელს.
ყველას გილოცავთ დიდი სიყვარულით ახალ წელს მიყვარხართ“, – წერს სოციალურ ქსელში ლიკა ხამათაშვილი.

 

ჩემი დღესასწაულია ახალი წელი, რამდენი წლისაც არ უნდა იყო, გული მაინც ბავშვური რწმენით გევსება…?
გულის სიღრმეში მაინც…

Posted by Lik Naka on Sunday, December 31, 2023

 

„2-3 კვირაში, კიდევ დასჭირდება ოპერაცია“ – როგორია ლაზარეს მდგომარეობა, რომელიც პიტბულმა დაკბინა

„სკალპის 2/3 არის გადანერგილი“ – ძაღლის მიერ დაკბენილ 2 წლის ლაზარეს 13-საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები