LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრაგედია ოზურგეთში – 4 შვილის დედა, რომელიც მეხუთე ბავშვზე იყო ფეხმძიმედ, ავტოავარიას ემსხვერპლა

283
პოლიცია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში, ცენტრალურ გზაზე, ორსულს ავტომობილი დაეჯახა. ტრაგედიის შედეგად, ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

Gurianews-ის ინფორმაციით, შემთხვევა 13 ნოემბერს მოხდა. გარდაცვლილს 4 მცირეწლოვანი შვილი ჰყავს და მეხუთე ბავშვზე იყო ორსულად.

„გურია ნიუსს“ სოფელ მერიიდან ასევე მოაწოდეს ინფორმაცია, რომ გარდაცვლილი ქალბატონი მარინა მურვანიძე-ცერცვაძეა, რომელიც იმავე სოფელში, დედასთან იმყოფებოდა და შინ, სოფელ მერიაშივე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ბრუნდებოდა.

გზაზე მიმავალს, იმავე მიმართულებით მოძრავი ავტომანქანა ზურგიდან დაეჯახა.

„ავარია იმდენად მძიმე იყო, რომ ქალბატონი ადგილზევე გარდაიცვალა. საცოდაობაა. შვილები ყველა არასრულწლოვანია და მერიის საჯარო სკოლის მეცხრე, მერვე და მეოთხე კლასებში სწავლობენ. ერთი სასკოლო ასაკის ჯერ არ არის. ქალბატონი, როგორც შემდეგ გაირკვა, ფეხმძიმედ იყო მეხუთე ბავშვზე. ავტომანქანის მძღოლიც მერიის მკვიდრი აღმოჩნდა,“ – განუცხადეს „გურია ნიუსს“ სოფელში.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები